ლაშა დვალმა პოლონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა

დღეს პოლონეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში “ნეჩეჩამ” შენცინის “პოგონი” მიიღო.

მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 4-2 დასრულდა. “პოგონის” შემადგენლობაში იმყოფებოდა ქართველი ცენტარლური მცველი, ლაშა დვალი. მან დუბლის შესრულება მაოხერხა: 54-ე და 59-ეზე წუთებზე ლაშამ მუჩას კარი აიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ ქართველის გუნდი 28 ქულით მეცამეტე ადგილზეა.

“პოგონში” მათე ცინცაძის სადებიუტო თამაში მისმა თანაგუნდელებმა შეაფასეს

გუშინ მათე ცინცაძემ შჩეცინის “პოგონის” რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა პოლონეთის ექსტრაკალასას 21-ე ტურში გლივიცეს “პიასტი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ქართველი ნახევარმცველი მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. იგი ჩვეულებისამებრ მოედნის შუაგულიდან გრძელ გამჭოლ პასებს აკეთებდა, რაც ხშირად საგოლე მომენტის შექმნის წინაპირობას ქმნის.

თამაშის შემდეგ ცინცაძის თამაში მისმა თანაგუნდელებმა შეაფასეს.

“მათემ იცის, ეს როგორ უნდა გააკეთოს. მაშინ, როდესაც არავინ ელოდა, მან გრძელი პასით ერთი ფლანგიდან მეორეზე რამდენჯერმე გადაიტანა თამაში. ასე იგი ჩვენთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. ეს მისი პირველი მატჩი იყო და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია”, – აღნიშნა გუნდის გამოცდილმა მცველმა ადამ ფრაშჩაკმა.

“მე ვფიქრობ, რომ მათემ კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში, როდესაც გუნდს ბევრი მუშაობა მოუწია. იგი თანაგუნდელებისთვის მომენტებს ქმნიდა. ასე რომ, ვფიქრობ, მასთან ერთად კარგად ავეწყობით, რაც გუნდს კიდევ უფრო გამოადგება”, – თქვა “პოგონის” ნახევარმცველმა კამილ დრიგასმა.

“იგი კარგად გამოიყურება როგორც დაცვაში, ასევე შეტევით თამაშში. მას აქვს “რაღაც”, – აღნიშნა თავდამსხმელმა მარსინ ლისტკოვსკიმ.

“პოგონს” პოლონეთის ექსტრაკალასას 21 ტურის თავზე 16-გუნდიან ცხრილში მეშვიდე პოზიცია უკავია.

ნიკა ძალამიძის დუბლი და საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

18 ოქტომბერს, პოლონეთის ჩემპიონატში “იაგელონიამ” საკუთარ მოედანზე “პოგონი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

“იაგელონიას” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე, რომელმაც მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელმა მე-10 წუთზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 45-ე და 66-ე წუთებზე სტუმართა კარში გოლები გაიტანა.