ოფიციალურად: ნიკა ძალამიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევი ნახევარმცველი, ნიკა ძალამიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

გეტყვით, ნიკამ კლუბთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოაწერა ხელი. ხელშეკრულების სხვა პირობები არაა ცნობილი.

ძალამიძე სხვადასხვა დროს ბაიას, ვიძევის, იაგელონიას, რიზესფორის და გორნიკის ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ბუქარესტის იუვენტუსში გამოდიოდა. მას ასევე ნათამაშები აქვს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

ძალამიძემ და ფოფხაძემ პოლონეთის ჩემპიონატი დაასრულეს

დასრულდა პოლონეთის ჩემპიონატი, რომლის უკანასკნელ ტურში “იაგელონიამ” საკუთარ მოედანზე “ლეხიას” უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა.

ნიკი ძალამიძე ტრადიციულად მასპინძელთა ძირითადში იყო და 68 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ფოფხაძე სათადარიგოთა შორის გახლდათ.

ამ გამარჯვებით “იაგელონიამ” 41 ქულა მოიპოვა და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, რაც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონ “ლეხს” “იაგა” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა.

ძალამიძის და ფოფხაძის მორიგი გამარჯვება

პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “იაგელონიამ” “გორნიკ ზაბრზე” საკუთარ კედლებში 3:2 დაამარცხა.

მასპნიძელთა სასტარტოში იყო ნიკა ძალამიძე, როელმაც 90 წუთი ითამაშა. გიორგი ფოფხაძე კი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.

35 ტურის შემდეგ “იაგელონიას” აქტივში 35 ქულა და მესამე პოზიციაა. ლიდერ “ლეც პოზნანს” “იაგა” 4 ქულით ჩამორჩება.

ნიკა ძალამიძეს შესანიშნავ გოლამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

23 მაისს, პოლონეთის ჩემპიონატში “იაგელონიამ” საკუთარ მოედანზე კრაკოვის “ვისლა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა ქართველი ფეხბურთელი ნიკა ძალამიძე, რომელმაც 87-ე წუთზე თანაგუნდელს საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლის ეპიზოდში მან დიდი როლი ითამაშა.

ძალამიძე და ფოფხაძე ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ

პოლონური ექსტრაკლასას მორიგ ტურში “იაგელონიამ” კრაკოვის “ვისლას” უმასპინძლა და წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ უკანასკნელ 3 წუთში გატანილი 2 გოლით საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

მასპინძელთა ორივე ქართველმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ფოფხაძეს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია, ხოლო ძალამიძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

ამ გამარჯვებით “იაგელონია” 32 ქულით მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა და ლიდერ “ლეგიას” 3 ქულით ჩამორჩება.

ძალამიძე და ფოფხაძე ვარშავაში დამარცხდნენ

პოლონეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში “იაგელონია” ვარშავაში ადგილობრივ “ლეგიას” ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

სტუმართა ძირითადში იყო ნიკა ძალამიძე, რომელმაც მოედანზე 63 წუთ დაჰყო, ხოლო გიორგი ფოფხაძე  თამაშში 87-ე წუთიდან ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული მე-9 წუთზე, პენალტით გავიდა.

“იაგელონია” 29 ქულით მესამე პოზიციაზეა.

ძალამიძემ და ფოფხაძემ პოზნანში მოიგეს

პოლონური ექსტრაკლასას მორიგი ტურში “იაგელონია” პოზნანს ესტუმრა, სადაც “ლეხს” 3:1 სძლია.

სტუმართა ქართველი ლეგიონერები, ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე სათადარიგოთა შორის იყვნენ. ძალამიძე მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ფოფხაძეს თამაშის საშუალება არ მისცემია.

“იაგელონია” 29 ქულით მეორე ადგილს “ლეგიასთან” იყოფს და პირველზე მყოფ “ლეხს” უკვე მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

“იაგელონიამ” ძალამიძის გარეშე მოიგო

პოლონეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში “იაგელონიამ” “პიასტ გლივიცეს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა სასარტოში იყო და 90 წუთი ითამაშა გიორგი ფოფხაძემ, რომელმაც 54-ე წუთზე ყვითელი ბართის მიღებაც მოახერხა. ტრავმის გამო არ უთამაშია მეორე ქართველს, ნიკა ძალამიძეს.

28 ტურში მოპოვებული 45 ქულით “იაგელონია” მესამე პოზიციას ინარჩუნებს.

“იაგელონიამ” კვლავ ვერ მოიგო

პოლონური ექსტრაკლასას 27-ე ტურში “იაგელონია” “პოგონს” ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა.

სტუმართა შემადგენლობაში გიორგი ფოფხაძეც და ნიკა ძალამიძეც ძირითადში იყვნენ, თუმცა ბოლომდე მხოლოდ ფოფხაძემ ითამაშა. ძალამიძე მწვრთნელმა პირველ ტაიმში, 44-ე წუთზე შეცვალა.

27 თამაშში მოპოვებული 42 ქულით “იაგელონია” მესამე ადგილზეა.

ფოფხაძე და ძალამიძე “პოდბესკიძიესთან” დამარცხდნენ

პოლონური ექსტრაკლასას 25-ე ტურში “იაგელონია” “პოდბესკიძიეს” ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა.

სტუმართა შემადგენლობაში ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. ფოფხაძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ძალამიძემ 83 წუთი ითამაშა.

25 თამაშში მოპოვებული 41 ქულით “იაგელონია” სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა.

 

ნიკა ძალამიძის დუბლი და საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

18 ოქტომბერს, პოლონეთის ჩემპიონატში “იაგელონიამ” საკუთარ მოედანზე “პოგონი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

“იაგელონიას” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე, რომელმაც მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელმა მე-10 წუთზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 45-ე და 66-ე წუთებზე სტუმართა კარში გოლები გაიტანა.