მერებაშვილი: “ჩემი აზრით, ლიტვა ესტონეთზე ძლიერია, თუმცა შემართება არ გვაკლია”

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ლიტვა ანგარიშით, 4:0 გაანადგურა. დაპირისპირების შემდეგ Fanebi.Com-ს გიორგი მერებაშვილი ესაუბრა.

“არც ველოდებოდი ასე მოგებას. პირველი თამაში იყო ამ წელს და, განსაკუთრებით, საწყისმა 45-მა წუთმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან კარგია, რომ ასე დავიწყეთ. იმედი მაქვს, შემდეგ თამაშებშიც იმავე გზით გავაგრძელებთ სვლას. რაც მთავარია, ელიტ-რაუნდში წარმატებით უნდა ვითამაშოთ და მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამას ჩვენი გულშემატკივარი ელის და იმავეს მოვთხოვთ ჩვენს თავს.”

“ესტონეთთან თამაშიც მოსამზადებელი ეტაპია და მაქსიმალურად ვეცდებით, ისიც წარმატებით ვითამშოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის თამაში ჯერ არ გვიყურებია, მაინც ვთვლი, რომ ლიტვა უფრო ძლიერია. განწყობა მშვენიერია და კიდევ ერთ გამარჯვებას ვგეგმავთ!” – ამბობს “მერება”.

გიორგი მერებაშვილმა “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა პლოცკის “ვილსასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ პოლონელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება. ახალი ხელშეკრულების თანახმად “მერება” კლუბში 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება. კონტრაქტის სხვა დეტალები არაა საჯარო.

აქვე შეგახსენებთ, რომ 31 წლის მოთამაშე 2016 წლის 12 ივნისს ბერძნული “ლევიადიაკოსიდან” შეუერთდა “ვისლას”. მანამდე კი ის ისეთ კლუბებში გამოდიოდა, როგორებიცაა თბილისის “დინამო”, “ვოივოდინა ნოვი სად”, კრეტას “ოფი”, “ვერია”.

გეტყვით, რომ ამ სეზონში მერებაშვილმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

გიორგი მერებაშვილმა “სლასკს” გაუტანა (ვიდეო)

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში პლოცკის “ვისლამ” ვროცლავის “სლასკი” მიიღო. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით, 4-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ “ვისლას” შემადგენლობაში ქართველი შემტევი, გიორგი მერებაშვილი გამოდის. პოლონელთა ათმა ნომერმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 34-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლო. ამ შემთხვევაში ასისტენტად დომინიკ ფურმანი მოგვევლინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “პლოცკს” 20 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.

 

მერებაშვილის საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი “ზაგლებიესთან” (ვიდეო)

გუშინ პოლონეთის ექსტრაკლასას მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთი მატჩი ლუბინში “სტადიონ ზაგლებიე ლუბინზე” ადგილობრივ “ზაგლებიესა” და პლოცკის “ვისლას” შორის შედგა. შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ, თუმცა მეორე ტაიმში “ვისლამ” ჩამორჩენა აღადგინა და საბოლოოდ შეხვედრა, 2-2 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ 57-ე წუთზე პირველი ბურთის გაქვითვა პლოცკური გუნდიდან პიატოვსკიმ ქართველი მოთამაშის, გიორგი მერებაშვილის პასით მოახერხა. 69-ე წუთზე კი ისევ გიორგი შეიჭრა საჯარიმოში, მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მისი შესრულება ზუსტად ვარელამ მოახერხა.

საქართველოს ნაკრების წევრი 46-ე წუთზე შევიდა მოედანზე და მე-80-ზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

ამ ფრის შემდეგ მერებაშვილის კლუბი 16-გუნდიან ჩემპიონატში რვა ქულით მეათეა.

მერებაშვილი: “ირლანდიასთან არსებული პრობლემების აღმოფხვრას ავსტრიასთან მატჩში შევეცდებით”

საქართველოს ეროვნული გუნდი ირლანდიასთან გაგორებული ფრის (1:1) შემდეგ, ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებს ხვალ დაუპირისპირდება და სამი ქულის აღებას შეეცდება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ჩვენი ნაკრების შემტევს, გიორგი მერებაშვილს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– როგორი განწყობაა გუნდში?

– მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. თუმცა, ცოტათი ნაწყენები ვართ: ირლანდიასთან დიდი უპირატესობა გვქონდა, რაც მოგებაში ვერ გარდავსახეთ. მთლიანობაში, გუნდში არსებული განწყობა დადებითად შეიძლება შეფასდეს.

– წინა შეხვედრაში მართლაც დიდი უპირატესობა გქონდათ, როგორც ბურთის ფლობის, ასევე – მომენტების რაოდენობის მხრივ. შენი აზრით, რა იყო ამ ყველაფრის ვერგამოუყენებლობის მიზეზები და აღმოფხვრადია თუ არა ეს ავსტრიასთან მატჩში?

– კონკრეტულ მიზეზებს ვერ იტყვი. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ირლანდიელებსაც ჰქონდათ რეალური მომენტები და მათ ვერ შეძლეს ამის გამოყენება. რა თქმა უნდა, ეს ხარვეზები აღმოფხვრადია. უფრო მეტად ვეცდებით, მაქსიმალურად კონცენტირებულნი ვიყოთ და ჩვენი შანსები გოლებით დავაგვირგვინოთ.

– რას ეტყვი გულშემატკივარს, რომელიც, განსაკუთრებით ირლანდიასთან შეხვედრამდე, იმედგაცრუებული იყო?

– მესმის მათი – ამის საბაბი გააჩნიათ. თუმცა, მერწმუნეთ, თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, გულშემატკივრის გულები გავახაროთ. სწორედ ახლა სჭირდება ამ გუნდს დახმარება და გვერდში დგომა. მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება და ნაკრები დიდ წარმატებას მიაღწევს.

მადლობა ყველა იმ მხარდამჭერს, რომელიც წინა მატჩში 90 წუთის მანძილზე გულმხურვალედ გვქომაგობდა!

მერებაშვილი: “ყველამ დაინახა, რომ ირლანდიასთან დომინანტები ჩვენ ვიყავით”

დღეს საქართველოს ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ირალნდიას დაუპირისპირდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა ანაგარიშით, 1-1 დასრულდა. დაფის გოლს ყაზაიშვილმა უპასუხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან გიორგი მერებაშვილმა ისაუბრა.

“ყველამ დაინახა, რომ დომინანტი საქართველოს ნაკრები იყო. ამას უშუალოდ თამაშიდან გამომდინარე ვამბობ. ჩვენ ირლანდიაზე მუდმივი ზეწოლა გვქონდა. უბრალოდ, ცოტა უიღბლობას ჰქონდა ადგილი. რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა – გოლი ვერ გავიტანეთ.”

“ყურადღებას გავამახვილებ დაცვაში ჩავარდნაზეც: უაზრო გოლი მივიღეთ, ფქატობრივად, არაფრის გამო გახსნეს მექტოქეებმა ანგარიში. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ხარისხიდან გამომდინარე უფრო კარგი შედეგი გვინდოდა,” – ახადებს მერებაშვილი.

“არკამ” და “ვისლამ” ქულები გაიყვეს – მერებაშვილმა ითამაშა, ზარანდიამ – არა

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში, გდინიაში ადგილობრივი “არკა” პლოცკის “ვისლას” დაუპირისპირდა. მასპიძნელ კლუბში ლუკა ზარანდია თამაშობს, რომელმაც შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო. რაც შეეხება პლოცკის კლუბს, აქ გიორგი მერებაშვილი გამოდის. ათმა ნომერმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩში ანგარიში ბირტეკმა მეექვსე წუთზე გახსნა და “ვისლა” დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებით წუთზე ვაჩოლაკმა წონასწორობა აღადგინა.

საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით 1-1 დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ “არკა” ხუთი ქულით მეხუთეზეა, ხოლო “ვისლას” ერთით ნაკლები ქულა აქვს და ერთით ქვედა საფეხურზეა.

პოლონეთის ჩემპიონატი: ცინცაძის და მერებაშვილის გუნდების დაპირისპირება ფრით დასრულდა

დღეს პოლონეთში ექსტრაკლასას 24-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს შჩეცინის “პოგონი” და პლოცკის “ვისლა” დაუპირისპირდნენ. გუნდებმა თითო-თითო ბურთი გაცვალეს და საბოლოოდ ფრე (1-1) ითამაშეს.

საგულისხოა, რომ “პოგონში” ქართველი ნახევარმცველი, მათე ცინცაძე, ხოლო “ვისლაში” შემტევი, გიორგი მერებაშვილი გამოდის. ორივე მათგანმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში. მათე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო “მერებას” 90-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება.

ამჟამად შჩენციცნის გუნდი 31 ქულით მეცხრე პოზიციაზეა, ხოლო “ვისლას” კი 29 ქული მეთერთმეტეზე.

მერებაშვილმა პლოცკის “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი მერებაშვილმა პლოცკის “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ პოლონური გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

30 წლის ქართველი “ვისლაში” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. ხელშეკრულების სხვა დეტალები არაა საჯარო.

აქვე შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი პოლონურ კლუბში გასულ ზაფხულში მივიდა და ექსტრაკლასაში 17 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

ოფი-ს კიდევ ერთი მარცხი

საბერძნეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ოფი-მ საკუთარ მოედანზე “პანთრაკიკოსს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

კრეტელთა ქართველი მოთამაშეები, გიორგი ლორია და გიორგი მერებაშილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მატჩი სრულად ჩაატარეს.

27 თამაშის შემდეგ ოფი-ს აქტივში 13 ქულაა და გუნდი ბერძნული ელიტიდან გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის ჩემპიონატში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

7 თებერვალს, საბერძნეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ერგოტელისმა” საკუთარ მოედანზე “ოფი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

“ოფის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი. მერებაშვილმა 68-ე წუთზე მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის თასზე გაიტანა (ვიდეო)

22 იანვარს, საბერძნეთის თასზე, “პანტრაკიკოსმა” საკუთარ მოედანზე “ოფი” მიიღო და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

“ოფის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი. ამ უკანასკნელმა შეხვედრის 28-ე წუთზე მეტოქის კარში გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში 0:2 გახადა.

იხილეთ მერებაშვილის გოლი 0:45-დან: