რამდენიმე დღის წინ, ისრაელის ჩემპიონატში გამართულ შეხვედრაში, ფეხბურთელმა გატანილი გოლი საკმაოდ ორიგინალურად აღნიშნა.
ჭდე: ისრაელი
ყველაზე საშინელი უხეშობა ფეხბურთის ისტორიაში?
9 მარტს, ისრაელის ჩემპიონატში, ჰაიფას “მაკაბისა” და “ბნეი იეუდას” შორის გამართულ მატჩში (2:2), საშინელი უხეშობა მოხდა.
ბრწყინვალე მაკრატელა ისრაელის ჩემპიონატიდან
1 მარტს, ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, ფეხბურთელმა გოლი ბრწყინვალე მაკრატელათი გაიტანა.
ძალიან სასაცილო შემთხვევა: ერთმა მამალმა რამდენიმე ადამიანს მოედანზე თავგზა აუბნია
15 თებერვალს, ისრაელის ჩემპიონატში, თელ ავივის “აპოელმა” საკუთარ მოედანზე “ბნეი იეჰუდა” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის მიმდინარეობისას, მოედანზე მამალი შეიჭრა, რის გამოც საკმაოდ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა.
მაკრატელათი გატანილი ულამაზესი გოლი ისრაელის ჩემპიონატში
6 იანვარს, ისრაელის ჩემპიონატში, თელ ავივის “მაკაბიმ” საკუთარ მოედანზე ჰაიფას “მაკაბი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა თავდამსხმელმა, ბარაკ იზტაკიმ მაკრატელათი ულამაზესი გოლი გაიტანა.
ებრაელმა ფეხბურთელმა მეტოქეს გოლი საკუთარი ნახევრიდან გაუტანა
4 იანვარს, ისრაელის ჩემპიონატში, “აპოლონმა” საკუთარ მოედანზე “ანორთოსისი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მოშე ოჰაიონმა გაიტანა – მან მეტოქის კარის საკუთარი ნახევრიდან დალაშქრა.
რონალდინიოს სტილში გატანილი საჯარიმო ისრაელში
28 დეკემბერს, ისრაელის ჩემპიონატში, ჰაიფას “მაკაბიმ” საკუთარ მოედანზე “აშდოდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი არგენტინელმა დევიდ სოლარიმ გაიტანა. მისი ზუსტად შესრულებული საჯარიმო კი, რონალდინიოს მიერ, 2002 წელს, ინგლისის ნაკრების კარში გატანილ გოლს შეადარეს.
რას ნიშნავს ანელკას მიერ გუშინდელ მატჩში გაკეთებული ჟესტი?
ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „ვესტ ჰემსა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ შორის გამართულ მატჩში (3:3) სტუმართა თავდამხმელმა ნიკოლა ანელკამ დუბლი შეასრულა, ერთ-ერთი გატანილი გოლი კი უცნაური ჟესტით აღნიშნა. როგორც აღმოჩნდა, ანელკამ ფოტოზე მოცემული ჟესტი საფრანგეთის ანტისიონისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კომიკოს დიოდონე მბალა მბალას მიუძღვნა.
თავად ანელკამ სოციალური ქსელის მეშვეობით ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ეს ჟესტი ჩემი მეგობრის, კომიკოს დიოდონესადმი ჩემს ერთგულებას ნიშნავს“.
აღნიშნულ ჟესტს „კანელი“ ეწოდება. ზოგიერთები მას შეფარულ ნაცისტურ მისალმებად მოიხსენიებენ, ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ამ ჟესტს არა ებრაელთა, არამედ ზოგადად – „სისტემის წინააღმდეგ“ აჩვენებენ. „კანელს“ ძირითადად საფრანგეთში იყენებენ, მის ფარგლებს გარეთ კი პრაქტიკულად უცნობია. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რამდენიმე დღის წინათ ინიციატივით გამოვიდა, რომ „კანელის“ ჩვენებისთვის სასჯელი იქნას გათვალისწინებული. ამ ჟესტს იყენებდა დიოდონე მბალა მბალა, რომელიც ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. საფრანგეთში ებრაული კავშირის წარმომადგენელმა როჯერ ცუკერბერგმა მბალა მბალას სასამართლოშიც კი უჩივლა. 47 წლის კომიკოსი, თავისი პროფესიის შესაბამისად, ამ ყველაფერს არასერიოზულად უდგებოდა და ამბობდა, რომ მას ჰიტლერთან არავითარი კავშირი არ აქვს.
მბალა მბალა ცნობილია ებრაელთა წინააღმდეგ თავისი სკანდალური გამონათქვამებით. მისი ტვინის ნაჟურია ებრაელების სექტად ან თაღლითთა ჯგუფად გამოცხადება. მანვე მოიხსენია ჰოლოკოსტი პორნოგრაფიის მემორიალად.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ აჩვენებენ მბალა მბალა და ანელკა ერთად „კანელის“ ჟესტს. შეგახსენებთ, რომ „ვესტ ბრომვიჩის“ ფრანგი თავდამსხმელი მუსლიმია.
ბექა დოგრაშვილი