ნაჩო: “სევილიასთან” ჩვენთვის დამახასიათებელ სტილში ვითამაშეთ”

გუშინ მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურში ანდალუსიის “სევილიას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 5-0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთი გოლის ავტორი, ნაჩო ფერნანდესი ესაუბრა.

“პირველი ნახევარი ჩვენთვის ამ სეზონის საუკეთესო მონაკვეთი იყო. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს და ვდომინირებდით. ეს ჩვეთვის დამახასიათებელი სტილია. გოლი? როცა ვიტან,, ძალიან ბედნიერი ვარ. ამ მაისურით მეტოქის კარის აღება განსაკუთრებული რამაა.”

“გუნდში რამდენიმე ტრავმა იყო, თუმცა ბიჭები დღევანდელი თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყავით და ეს კიდეც გამოჩნდა. აჩრაფი და ვალეხო ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თავიანთ სამუშაოს მშვენივრად გაართვეს თავი. მათი დიდი დამსახურებაა, რომ კარი მშრალად შევინახეთ,” – აცხადებს ნაჩო.

ნაჩო: “ჩვენ ვართ მადრიდის “რეალი” – სიტუაციის შემობრუნება შეგვიძლია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემს” ესტუმრა. მასპინძლებმა ანგარიშთ, 3-1 იმარჯვეს, ათი ქულა დააგროვეს და ჯგუფიდანაც გავიდნენ.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მცველი, ნაჩო ფერნანდესი ესაუბრა.

“ისინი ძალიან კარგები იყვნენ. ჩვენ დამწუხრებულები ვართ, ეს ნამდვილად ცუდი შედეგია. მეორე ტაიმში, როცა ცოტა დავწყნარდით, ჩვენს სტილში დავიწყეთ თამაში, მეორე გოლი მივიღეთ. ამან უფრო აგვრია. ამ გოლამდე მშვენივრად გამოვიყურებოდით.”

“არაფრის თქმა აღარ შეგვიძლია, უბრალოდ დავმარცხდით. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ვართ მადრიდის “რეალი” და გვყავს მშვენიერი შემადგენლობა. გვჭირდება და შეგვიძლია, რომ ეს სიტუაცია შემოვაბრუნოთ,” – აცხადებს ნაჩო.

“ბარსას” საფეხბურთო დირექტორი: “ჩვენ კიდევ ერთის, თუ შესაძლებელი იქნება, ორი მოთამაშის დამატება გვინდა”

კატალონიის “ბარსელონამ” სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი, უსმან დემბელე დაიმატა. “ბლაგურნას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ ისინი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩერებას არ აპირებენ და კიდევ უნდათ კლუბის გაძლიერება.

“ჩვენ ერთი ფეხბურთელის ყიდვაზე ვმუშაობთ. თუ შანსი გვექნება, ორსაც აუცილებლად მოვიყვანთ. ზუსატდ ვიცით, რა გვინდა. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი დროის ფაქტორია – ბოლო მომენტამდე მოგვიწევს დალოდება.”

“კოუნტინიო? ნამდვილად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბრაზილიელის თაობაზე და იმედი მაქვს, სულ მალე ფილიპეს წარვადგენთ, როგორც კლუბის ახალ წევრს. გარდა ამისა, ჩვენ სხვა სპორტსმენების ტრანსფერებზეც ვმუშაობთ, თუმცა ახლა დეტალებს ნამდვილად არ შევეხები.”

“ასევე, გეტყვით, რომ ჟან-მიკაელ სერის დამატებას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. გავაანალიზეთ რა ყველაფერი, ვარჩიეთ, რომ სვხა პოზიციები გავაძლიეროთ,” – აცხადებს ფერნანდესი.

სუონსი ფერნანდესის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს

BBC Wales Sport-ის ცნობით “სუონსი” ლიგის თასზე “ლივერპულთან” ფერნანდესისთვის ნაჩვენებ წითელ ბარათს გაასაჩივრებს.

მოსალოდნელაი, რომ საფეხბურტო ასოციაცია აღნიშნულ საკთხზე საბოლოო პასუხს შაბათს “სუონსი” – “ევერტონის” მატჩამდე იტყვის.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გააძევეს, რის შემდეგაც “ლივერპულმა” გამარჯვების გოლი გაიტანა.