კვარაცხელია: „თამაშის წაგება ჩვენი ბრალია“

„სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ „დინამოსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი ბრალია თამაშის წაგება. დღეს „დინამომ“ ყველა კომპონენტში გვაჯობა და ამიტომაც წავაგეთ თამაში“, – განუცხადა კვარაცხელიამ სუპერლიგის ოფიციალურ ვებსაიტს.

კვარაცხელია მსაჯობით უკმაყოფილოა

თბილისის „დინამოსთან“ ოვერტაიმში ანაგრიშით 68:72 მარცხის შემდეგ შეხვედრა „სოხუმის“ მთავარმა მწვრთNელმა ვაჟა კვარაცხელიამ შეაფასა.

„თამაში ჩვენ წავაგეთ, ჩვენივე  შეცდომების გამო, თუმცა მსაჯობა იყო  საშინელი და კატასტროფული. უსამართლო ჯარიმებმა ჩვენს დამარცხებას დიდად შეუწყო ხელი“, – ციტირებს კვარაცხელიას სუპერლიგის ოფიციალური საიტი.

ვაჟა კვარაცხელია: ” მადლობა ჩემს ბიჭებს, დღეს ნამდვილი კალათბურთი აჩვენეს”

“სოხუმი” – “შსს-აკადემიას” დასრულების შემდეგ კომენტარი სოხუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვაჟა კვარაცხელიამ გააკეთა.

“დიდი მადლობა კოტეს, პროფესიონალია და პროფესიონალური გუნდი ჰყავს. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კალათბურთი ხელოვნებაა. ჩვენ მებრძოლი გუნდი ვართ,  ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო და ბოლომდე ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ წარმატებისთვის. პლეი აუტისთვისთვის უფრო ვემზადებოდით, მაგრამ დღეს იღბალიც დაგვეხმარა, 3-ქულიანების პროცენტიც ძალიან მაღალი გვქონდა. მადლობა ჩემს ბიჭებს, დღეს ნამდვილი კალათბურთი აჩვენეს. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, განსაკუთრებით, მელიტონ ქანთარიას ქალიშვილს, ციალა ქანთარიას. დღეს 9 მაისია და ამ გამარჯვებას სიმბოლურად მას მივუძღვნი.”

კომენტარი “სოხუმის” კალათბურთელმა, გიორგი ჯგერენაიამაც გააკეთა:

“შსს-აკადემია” შემადგენლობით ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მოედანზე ყოველთვის გამარჯვების მოსაპოვებლად გავდივართ. ვფიქრობ, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. წინ რთული მეხუთე ეხვედრა გველის, რომელშიც კვლავ მოსაგებად ვიბრძოლებთ”.

კვარაცხელია: „დინამომ“ მოგება დაიმსახურა“

„დინამოსა“ და „სოხუმის“ მატჩის დასრულების შემდეგ სპორტკომპლექს არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა.

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ თავკაცი): „პირველ რიგში დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, მინდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე თქვენს საქმიანობაში წარმატება გისურვოთ.

დღეს წლის ბოლო თამაში იყო. უკვე აღვნიშნე, რომ წინა თამაშები არც თუ ისე სახარბიელოდ ჩავატარეთ. წინა ტურში წავაგეთ, თასის შეხვედრაშიც დამაჯერებლად ვერ ვითამაშეთ. დღეს მობილიზება მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. სეზონის პირველი ნახევარი პირველ ადგილზე დავასრულეთ, რის გამოც ჩემი ბიჭების მადლიერი ვარ.

არ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს, თუმცა გუნდის კაპიტნის მიმართ საქებ სიტყვებს მაინც ვიტყვი. იგი მნიშვნელოვან როლს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ ასრულებს. იმედია, მეორე წრეში სხვა მოთამაშეებიც მოუმატებენ, მათ საამისოდ ნიჭი გააჩნიათ.

დღეს უპირტესობა უკვე მეორე ათ წუთში მოვიპოვეთ, რის შემდეგ თამაშის შანსი სხვა მოთამაშეებსაც მივეცი.

მოსულ გულშემატკივრებს დღეს მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“.

ირაკლი ხოშტარია_6086646

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „დინამოს“ გამარჯვებას ვულოცავ. დღეს ამ გუნდის მოგება ლოგიკური იყო. 5-5-ზე კალათბურთი დიდი ხანი არ გვითამაშია. ვარჯიში 6-კაციანი შემადგენლობით მოგვიწია. ცუდი პირველი ნახევარი გვქონდა. დასვენების პერიოდში ახალი კალათბურთელების დამატებაზე უნდა ვიფიქროთ“.

ვაჟა კვარაცხელია_9568545

კოტე ტუღუში: “სოხუმმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია”

სუპერლიგის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს.

კოტე ტუღუში (შსს-აკადემია): “დაძაბული თამაში გამოვიდა, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ. “სოხუმმა” დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ჩვენ კი თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ. დიდი ამბიციები გვაქვს და ასეთი თამაშით გაგვიჭირდება. ძირითადი პრობლემები დაცვაში გვქონდა. ფარქვეშიდან საკმაოდ ბევრი იოლი ბურთი ჩავაგდებინეთ. გვაკლია გუნდურობა და შეთამაშება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც. ძირითადი თამაშები 2015 წელს მოგვიწევს. ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გვაქვს.”

ბექა ჩიკვილაძე (შსს-აკადემია): “არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ვარჯიში დავიწყეთ. შემადგენლობაც და მწვრთნელიც ისეთი გვყავს, რომ საჩემპიონოდ უნდა ვიბრძოლოთ. სამომავლოდ უნდა გამოვასწოროთ.”

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ჯერ კიდევ არ ვართ მზად და მინიმუმ ერთი თვე გვინდა კიდევ, რომ რაღაც შედეგის ჩვენება მოვახერხოთ და თამაში გამოვასწოროთ.

ვაჟა კვარაცხელია: “დღევანდელ შეხვედრაში საშინელი მსაჯობა იყო”

სუპერლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩის, “სოხუმი” – “ოლიმპის” დასრულების შემდეგ შეხვედრა გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შეაფასეს.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): „ვულოცავ „ოლიმპს“ გამარჯვებას. თავიდანვე ვთქვი, რომ შანსები თანაბარი იქნებოდა. მეტოქე საკმაოდ კარგად მომზადებული ახალგაზრდული გუნდია. მინდა ავღნიშნო, რომ დღევანდელ შეხვედრაში საშინელი მსაჯობა იყო. თუმცა, წაგება ჩვენი ბრალია. ჯერჯეობით ძიებაში ვართ. ფინანსური მდოგმარეობიდან გამომდინარე ვარჯიში გვიან დავიწყეთ, რაც შედეგზეც აისახა.“

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): „ვულოცავ ჩემს გუნდს პირველ გამარჯვებას. სეზონის სტარტიდან კარგად ვასპარეზობდით, თუმცა ვმარცხებოდნენ, ახლა კი მოვიგეთ, რაც მომდევნო შეხვედრებში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.“

კახა ტომარაძე (ოლიმპი): „ახლაგაზრდული გუნდი ვართ და ჩვენი მთავარი პლიუსი, სწრაფი თამაში, კარგად გამოვიყენეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.“