ბერიშვილი: „დინამომ“ საჩუქარი გაგვიკეთა“

„მგზავრების“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა „რუსთავთან“ ანგარიშით 79:76 მოგებული მატჩი შეაფასა.

„აკადემიასთან“ მატჩზე არ ვფიქრობთ, მანამდე „სოხუმთან“ გვაქვს მთავარი ბრძოლა, რომლის გამარჯვებულიც პლეი ოფში გავა. ესე ვთქვათ, ეს საჩუქარი გუშინ „დინამომ“ გაგვიკეთა, რომელმაც „სოხუმს“ მოუგო და ჩვენ ბოლო 3 ტურის მოგების შემთხვევაში პლეი ოფში გასვლის შანსი მოგვცა. „რუსთავთან“ მატჩს მომზადებულები შევხვდით და ტაქტიკურად ვერას გავხდებოდით, ბიჭებს ბოლომდე რომ არ ებრძოლათ“, – ციტირებს ბერიშვილს სუპერლიგის ოფიციალური საიტი.

ბერიშვილი: „ძალიან რთული თამაში იყო“

„მგზავრების“ თავარმა მწვრტნელმა ბუბა ბერიშვილმა „ბათუმთან“ გასვლაზე ანგარიშით 74:71 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ძალიან რთული თამაში იყო, ბათუმი ნამდვილად არ არის სუსტი გუნდი და, აქედან გამომდინარე, თავიდანვე დავიჭირეთ ტემპი, ვცდილობდით, ბოლომდე შეგვენარჩუნებინა. არ მინდა იმ მიზეზებზე ვისაუბრო, რამაც თამაშის შეწყვეტა გამოიწვია. ვიგებდით 20 ქულას და ბუნებრივია შეფერხებამ ჩვენც შეგვაფერხა. პლიუს ამას, გვაკლდა 2 ლეგიონერი – რეჯი მერფი, რომელიც ტრამვირებულია და ტერი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. ჩემი გუნდის მადლობელი ვარ, რადგან კარგად შეასრულეს დავალება. მინდა მივულოცო მათ გამარჯვება“, – ციტირებს ბერიშვილს სუპერლიგის ოფიციალური საიტი.

ბუბა ბერიშვილი: “ლეგიონერები დღეს ჩამოვიდნენ”

საკალათბურთო სუპერლიგაში “შსს-აკადემია” – “მგზავრები-არმიას” დასრულების შემდეგ შეხვედრა არმიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა შეაფასეს.

ბუბა ბერიშვილი: “ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას. ერთი კვირის განმავლობაში 5:5-ზეც კი ვერ ვივარჯიშეთ. ბევრი ტრავმირებული გვყავდა, ბაბუნშვილი “დინამოში” გადავიდა. თუმცა, დღევანდელი თამაში საინტერესო გამოდგა და გამარჯვებაც შეგვეძლო. მომავალში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვედებით. ჩვენი ლეგიონერები დღეს დილით ჩამოვიდნენ და მომდევნო კვირას გუნდთან ერთად იქნებიან.”

მერაბ ბოქოლიშვილი: “ვულოცავ შსს-ს გამარჯვებას. ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთსო გუნდია. მიუხედავად ამისა, ბოლო წუთებამდე ორივე გუნდს შეეძლო თამაშის მოგება. თუმცა, გამოცდილების ხარჯზე ჩვენზე ნაკლები შეცდომა დაუშვეს.”

ირაკლი ხოშტარია: “შედეგი მისაღებია, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს”

საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურის დაკსვნითი მატჩის, “დინამო” – “მგზავრები-არმიას” დასრულების შემდეგ მედიასთან კომეტნარები გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა გააკეთეს.

ირაკლი ხოშტარია (დინამო): „შედეგი მისაღებია, თუმცა ბევრი სათამაშო კომპონენტი კიდევ დასახვეწი გვაქვს. ბევრი დადებით მომენტი იყო დღევანდელ შეხვედრაში, ცუდი კი ის არის, რომ ბოლო პერიოდი წავაგეთ, რაზეც ბიჭებთან საუბარი აუცილებლად მექნება.“

ბუბა ბერიშვილი (მგზავრები-არმია); „ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს ღირსეულ გამარჯვებას. გამოცდილებამ მაინც თავისი ქნა. ჩვენ ახალი შეკრებილები ვართ. სულ სამი კვირაა რაც ვვარჯიშობთ და შეთამაშების პრობლემა აშკარაა.“

ლუკა ზაქრაძე (მგზავრები-არმია): „ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას. ჯერჯერობით ბევრი შეცდომა გვაქვს, რაზეც ბევრია სამუშაო. სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვსწორდეთ.“