იურგენ კლოპი წილისყრის შედეგზე: “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს ოცნება აუხდათ”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა და მის მეტოქეზე, “მანჩესტერ სიტიზე” ისაუბრა.

“არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ძალიან კარგია, როცა ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი ქვეყნის გუნდს ეთამაშები. ეს შედეგი ოცნების ახდენა იყო… “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებისთვის.

ჩემპიონატში ჩვენ ერთხელ მოვუგეთ “მანჩესტერ სიტის” და ერთხელაც დავმარცხდით,” – აცხადებს იურგენ კლოპი, რომლის გუნდმაც 1/8-ფინალში “პორტუ” გამოთიშა ჩემპიონატს.

“არ ვთვლი, რომ წილისყრის წინ ისინი საუკეთესო ვარიანტად მიგვიჩნევდნენ. ეს კი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ძლიერები ვართ,” – დაამატა გერმანელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი მატჩი 4 აპრილს, ლივერპულში გაიმართება, განმეორებითი კი – 10 აპრილს, მანჩესტერში.

ბრენდან როჯერსი: „ეს მარცხი ბალოტელის ბრალი არაა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა „ნიუკასლთან“ ანგარიშით 0:1 წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„მეტოქემ შეცდომის გამო დაგვსაჯა, „ნიუკასლთან“ სწორედ ამის გამო დავმარცხდით. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა გადამწყვეტი პასის გაკეთება ვერ გამოგვდიოდა. გუნდმა ცოტა სახიფათო მომენტი შექმნა.

ეს მარცხი ბალოტელის ბრალი არაა, დღეს მთელმა გუნდმა წააგო, ეს კოლექტიური შეცდომაა. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ“, – განაცხადა როჯერსმა.