უეფა ბუფონის დასჯას აპირებს

უეფა ჯანლუიჯი ბუფონის დასჯას აპირებს. საქმე იტალიელი მეკარის მიერ მადრიდის “რეალთან” ჩადენილ საქციელს ეხება.

როგორც იცით, ზემოთ აღნიშნული მატჩის ბოლო წუთებზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა იტალიელი მეკარის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რამაც ჯიჯის აღშფოთება გამოიწვია. ოლივერმა კი მას წითელი ბარათი უჩვენა.

მოედანზე ყოფნისას მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ჯიჯიმ ოლივერს საჯაროდ მიმართა და თქვა, რომ მას გულის მაგივრად ნაგვის ყუთი აქვს. ამ ყველაფრის გამო უეფამ ოლივერსა და მის ოჯახს პოლიციის დახმარებაც კი შესთავაზა, რადგანაც მას სოციალური მედიის მეშვეობით არაერთი ფანი ემუქრებოდა.

უეფა ბუფონის საკითხს 31 მაისს განიხილავს.

“ჩელსისთან” მომხდარის გამო, “მანჩესტერ იუნაიტედი” 20 000 ფუნტით დაჯარიმდა

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციამ “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში, “ჩელსისთან” მატჩში ასოციაციის მიერ შედგენილი კოდექსის მეოცე მუხლის დარღვევის გამო 20 000 ფუნტით დააჯარიმა.

როგორც იცით, აღნიშნული მატჩის 35-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ანდერ ერერას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა ედენ აზარის მიმართ წესების განძრახ დარღვევის გამო. შედეგად კი, “ჩელსიმ” მატჩი ნგოლო კანტეს ერთადერთი გოლის ხარჯზე მოიგო, “წითელი ეშმაკები” კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.

მსაჯის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების გამო, მაიკლ ოლივერს უმალვე შემოეხვია გარს “მანჩესტერ იუნაიტედის” რამდენიმე ფეხბურთელი (რაც აკრძალულია) და აგრესიულად აპროტესტებდნენ მის გადაწყვეტილებას, რაც დისციპლინარულ კომიტეტს არ გამორჩენია.

როგორც ცნობილი ხდება, კლუბის ხელმძღვანელობა ფედერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლივერპული”: მატჩს მაიკლ ოლივერი განსჯის

პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” საშინაო არენაზე მერსესაიდულ “ლივერპულს” მიიღებს, მაიკლ ოლივერი გაუძღვება.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის არბიტრმა ამ გუნდების დაპირისპირება ერთი წლის წინაც განსაჯა, როდესაც “წითელმა ეშმაკებმა” “წითლები” ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

სტატისტიკისთვის გეტყვით იმასაც, რომ წლევანდელ სეზონში ოლივერმა “ლივერპულის” ოთხ მატჩში იმსაჯა, რომელთაგანაც ოთხივე იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მიმდინარე სეზონის 22 მატჩში ოლივერმა ყვითელი ბარათი 70-ჯერ, ხოლო წითელი ერთხელ გამოიყენა.

ჯო ჰარტმა არბიტრთან პროტესტი ზედმეტად უხეში ფორმით გამოხატა

ინგლისის პრემიერლიგის X ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში “ქალაქელთა” მეკარე ჯო ჰარტი ერთ-ერთ ეპიზოდში იმდენად აღშფოთდა, რომ მთავარ მსაჯ მაიკლ ოლივერთან პროტესტი ზედმეტად უხეში ფორმით გამოხატა. ინგლისელი კიპერი ამ საქციელის გამო არბიტრისგან არ დასჯილა.