ინგლისის პრემიერლიგის X ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში “ქალაქელთა” მეკარე ჯო ჰარტი ერთ-ერთ ეპიზოდში იმდენად აღშფოთდა, რომ მთავარ მსაჯ მაიკლ ოლივერთან პროტესტი ზედმეტად უხეში ფორმით გამოხატა. ინგლისელი კიპერი ამ საქციელის გამო არბიტრისგან არ დასჯილა.