დიბალამ სოციალურ ქსელში “რეალის” ფოტო მოიწონა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ “სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში მადრიდელთა სიხარულის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. სურათი ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ მოიწონა.

ამის შემდეგ მადრიდულმა პრესამ ისევ განაახლა საუბრები იმის შესახებ, რომ 2017 წლის ზაფხულში დიბალა “რეალს” შეუერთდება. იტალიაში კი ამბობენ, რომ “ნაპოლი” “იუვენტუსის” პრინციპული მეტოქეა და დიბალას მიერ “რეალის” ფოტოს მოწონება სწორედ ამით იყო განპირობებული.

366123_706179

დიბალა “იუვენტუსში” რჩება

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა, სავარაუდოდ, იტალიაში დარჩება.

“ბებერი სინიორას” დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დარწმუნებით განაცხადა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

“ახლა დიბალას წარმომადგენლები არგენტინაში იმყოფებიან. ისინი იტალიაში თვის ბოლოს დაბრუნდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გავახანგრძლივებთ პაულოსთან კონტრაქტს. შეშფოთების საბაბი არ გვაქვს”, – ციტირებს მაროტას სიტყვებს Football Italia.

პრესაში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, პაულო დიბალას გადაბირება მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” სურთ.

“რეალი” დიბალას სანაცვლოდ თანხას არ დაიშურებს

მადრიდის “რეალს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და ამისთვის გუნდში ახალი ფეხბურთელის მოყვანას აპირებს.

თუ “სამეფო კლუბი” ტრანსფერებზე აკრძალვისგან თავს ვადაზე ადრე გაითავისუფლებს, “ბლანკოსი” მომავალი წლის ზაფხულში ტურინის “იუვენტუსიდან” პაულო დიბალას გადაბირებას შეეცდება.

“რეალი” მზად არის, 22 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს.

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ თუ “სამეფო კლუბი” სატრანსფერო აკრძალვისგან თავს 2017 წლის ზაფხულამდე ვერ დაიხსნის, აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობას მაინც გააგრძელებს და პაულო დიბალას შეძენას 2018 წელს ეცდება.

ბაუსა: “მესის დიბალა შეცვლის”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარდო ბაუსამ განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დამდეგი მატჩებისთვის ტრავმირებულ ლიონელ მესის პაულო დიბალა შეცვლის.

“რა თქმა უნდა, სამწხუაროა, რომ მესი დაშავდა. მან საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

უახლოეს მატჩებში გონსალო იგუაინი “ცხრიანის” პოზციაზე ითამაშებს. მის უკან სერხიო აგუერო იმოქმედებს. მესის ადგილს დიბალა დაიკავებს და ვფიქრობ, რომ იგი ლეოს ღირსეულად ჩაანაცვლებს”, – ციტირებს ბაუსას სიტყვებს TyC Sports.

7 ოქტომბერს არგენტინის ნაკრები პერუში ითამაშებს, 12 ოქტომბერს კი პარაგვაის ეროვნულ გუნდს მიიღებს.

პაულო დიბალა: “ბაიერნის” ბარიერის დაძლევა შეგვიძლია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან ერთი გოლი პაულო დიბალამ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აქვს.

“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. “იუვენტუსმა” გულით ითამაშა და გუნდი ფრეს გამორჩა. “ბაიერნს” პირველ ტაიმში საკმარისად ბევრი საშუალება მივეცით. მატჩის მეორე ნახევარში საერთო სურათი გამოვასწორეთ. განმეორებითი შეხვედრა მიუნხენში გაიმართება, სადაც სტუმარი გუნდი იშვიათად იგებს, თუმცა ისეთი თამაშით, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, გერმანული ბარიერის დაძლევა შეგვიძლია”, – ციტირებს დიბალას სიტყვებს “მედიასეტი”.

ცნობისათვის, “ბაიერნსა” და “იუვენტუსს” შორის განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს შედგება.

 

“ბარსელონას” დიბალა სურს

“ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ პაულო დიბალათი დაინტერესდა.

Goal.com-ის ცნობით, 22 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიური გუნდის მთავარი სატრანსფერო მიზანია. “ბლაუგრანა” დიბალას ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება.

პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“მილანი” შინ “პალერმოსთან” დამარცხდა

იტალიის სერია A-ს X ტურში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “პალერმო” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

23-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან საპატამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ზუსტად სამ წუთში პაულო დიბალამ “პალერმოს” უპირატესობა ორბურთიან გახადა.

ამრიგად, “მილანმა” სეზონის მეორე მარცხი იწვნია. ფილიპო ინძაგის გუნდს 16 ქულით სატურნირო ცხრლის მე-7 ადგილი აქვს დაკავებული. “პალერმოს” 12 ქულით მე-13 პოზიცია უკავია.

სატურნირო ცხრილის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: ცხრლები

იტალიის სერია A
X ტური
“მილანი” — “პალერმო” 0:2 (0:2)
გოლები: საპატა 23′ (ა.გ.), დიბალა 26′.