სტუდენტები ბლატერის წინააღმდეგ

შვეიცარიის ქალაქ ციურიხის უნივერსიტეტში ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერის ლექციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

აუდიტორიაში, სადაც ბლატერი ლექციას კითხულობდა, 60-დან 100-მდე სტუდენტმა შესვლა სცადა. სტუდენტები ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერის ყოფნას აპროტესტებდნენ, ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერით: “გააგდეთ ბლატერი!”

university

სამართალდამცავებმა მოახერხეს, სტუდენტები დარბაზში არ შეეშვათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის წარმომადგენლებმა არეულობის დროს კვამლის ყუმბარაც გამოიყენეს. ინციდენტის გამო უნივერსტეტის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ორი საათით შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ 78 წლის ბლატერი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთედ აპირებს მონაწილეობის მიღებას. არჩევნები 2015 წელს ჩატარდება.