ბარტონმა „ბარნლი“ დატოვა და, შესაძლოა, „რეინჯერსში“ გადავიდეს

ნახევარმცველმა ჯოუი ბარტონმა კლუბ „ბარნლის“ დატოვება დაადასტურა, რომელთან ერთად განვლილ სეზონში ჩემპიონშიფი მოიგო და პრემიერლიგაში თამაშის ულფება მოიპოვა.

33 წლის ფეხბურთელის მომავალი სამუშაო ადგილი ჯერ უცნობია, თუმცა, ინგლუსური პრესის ვარაუდით, ის კარიერას გლაზგოს „რეინჯერსში“ გააგრძელებს.

ბარტონი: „ვნანობ, რომ ნეიმარი ჯასტინ ბიბერს შევადარე“

ცნობილმა ინგლისელმა ნახევარმველმა, ამჟამად „ბარნლის“ მოთამაშემ, ჯოუი ბარტონმა აღიარა, რომ „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმართან დაკავშირებით აზრი შეიცვალა.

2013 წლის მარტში ბარტონმა ნეიმარი ცნობილ პოპმომღერალი ჯასტინ ბიბერს შეადარა.

„ნეიმარი ფეხბურთის ჯასტინ ბიბერია. ის „იუთუბზე“ კარგად გამოიყურება, სინადვილეში კი კატის შარდია“, – დაწერა მაშინ ბარტონმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე. აღნიშნულმა პოსტმა სოციალურ ქსელში 46 ათას „რეტვიტზე“ მეტი დააგროვა.

კვირას, როდესაც ნეიმარმა „ვილიარეალთან“ დუბლი შეასრულა და მისი ერთ-ერთი გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა, ბარტონმა დაწერა: „ნელ-ნელა ვნანობ, რომ ნეიმარზე ის პოსტი დავწერე“.

ბარტონი, შესაძლოა, „იუნაიტედში“ გადაბარგდეს

სკანდალურად ცნობილმა ინგლისემა ნახევარმცველმა ჯოუი ბარტონმა, შესაძლოა, კარიერა „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელოს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, „ქუის პარკ რეინჯერსის“ შემადგენლობის დატოვების შემდეგ, 32 წლის გამოცდილი შუახაზელი თავისუფალი აგენტი გახდა. აქედან გამომდინარე, „იუნაიტედს“ მასთან კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ თანხის გადახდა არ მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განამვლობაში ჯოუის „მანჩესტერ სიტიში“, „ნიუკასლ იუნაიტედში“, „მარსელში“ და „ქუინს პარკ რეინჯერსში“ უთამაშია.

ბარტონი: „იბრაჰიმოვიჩს ვუთხარი, რომ მას დიდი ცხვირი აქვს“

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ნახევარმცველმა ჯოუი ბარტონმა 2012/13 წლების სეზონი გაიხსენა, როდესაც იგი „მარსელის“ შემადგენლობაში გამოდიოდა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელთან ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონფლიქტი ჰქონდა.

„პსჟ-სთან მატჩში ბევრი საჯარიმო შევასრულე, რადგან ზლატანი თამაშის წესს მუდმივად არღვევდა. მაშინ მან მითხრა, რომ ფრთხილად მეთამაშა. ჩემი მხვრივ, ვუპასუხე, რომ მას თამაშის წესები აღარ უნდა დაერღვია.

მაშინ იგი ჩემს ინგლისურ ფესვებს შეეხო, რაზეც შემდეგი პასუხი გავეცი: „კი, მე ინგლისელი ვარ, შენ კი, დიდი ცხვირი გაქვს“. ამას კიდევ ცხვირის მიმართლებით ჟესტიც დავუმატე. მეგონა, ვერავინს ვერაფერს დაინახავდა, რადგან ბურთი ეპიზოდისგან შორს იყო, თუმცა მატჩის დამთავრების შემდეგ ჩემთან ბავშვები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემს ჟესტზე გაეცინათ.

ზლატანი გაოგნებული იყო, რადგან იგი ზლატანია და მისთვის რაიმის თქმის უფლება არავის აქვს. საბოლოოდ, მას სიმართლე ვუთხარი: „შენ ჩინებული ფეხბურთელი ხარ, რომელსაც დიდი ცხვირი აქვს“, – გაიხსენა ბარტონმა.