ბაინემი, დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ხელფასს მაინც მიიღებს

„კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელები ცენტრ ენდრიუ ბაინემს ხელფასს გადაუხდიან, თუმცა, მოთამაშე არც თანაგუნდელებთან ივარჯიშებს და არც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, „ბოსტონ სელტიკთან“ მატჩის წინ, კლუბმა ბაინემს გაურკვეველი პერიოდით თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში აუკრძალა, რისი მიზეზიც ენდრიუს აგრესიული ქცევა გახდა. კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული მატჩისთვის 26 წლის მოთამაშეს 111 ათასი დოლარი უნდა მიეღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბაინემი „კლიპერსში“ გადავა?

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი ენდრიუ ბაინემი „კლივლენდ კავალიერსს“ დატოვებს, მასთან კონტრაქტი, შესაძლოა, „ლოს-ანჯელს კლიპერსის“ ხელმძღვანელებმა გააფორმონ.

შეგახსენებთ, რომ „კავალიერსის“ მენეჯერებმა უცნობი პერიოდით 26 წლის მოთამაშეს გუნდთან ერთად ვარჯიშიც კი აუკრძალეს. დიდი ალბათობით, მხარეები კონტრაქტს შვიდ იანვრამდე გაწყვიტავენ, როდესაც მოთამაშეს ხელფასის სახით 6 მილიონი დოლარი გარანტირებული ექნება.

ალექსანდრე მატევოსოვი