საქართველო vs პოლონეთი: მატჩს იტალიელები განსჯიან

ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი მორიგ მატჩს პარასკევს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მეტოქე თბილისში ხუთშაბათს ჩამოფრინდება. ხვალვე გაიმართება მატჩიწინა ოფიციალური პრესკონფერენციები და ვარჯიშები.

შეხვედრას პაოლო ტალიავენტოს ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. სწორედ ეს არბიტრი სჯიდა 2011 წელს საქართველოსა და ხორვატიის ეროვნულ გუნდთა შორის გამართულ შეხვედრას (1:0).

საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 14 ნოემბერს, 21:00 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.