თოთაძემ “დინამოსთან” გაახანგრძლივა

ეროვნული ლიგა 1-ის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთა უმეტესობას კლუბებთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, ამიტომაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა საქართველოში საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის “დინამომ” ლაშა თოთაძესთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისელთა პრესსამსახური ავრცელებს და თან თოთაძის კომენტარსაც აქვეყნებს: “დინამო ჩემი მეორე სახლია. მე მოხარული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად წინ არაერთი გამარჯვება გველის. ჩემის მხრივ მათ ყველანაირად მხარში დავუდგები. ჩემი ოცნებაა კარიერის ბოლომდე დინამოს ვემსახურო”, – აცხადებს ლაშა თოთაძე.

ლაშა თოთაძემ მიმდინარე სეზონში “დინამოს” მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ მაჩვენებლით ის ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

თოთაძე „დინამოდან“ „საბურთალოში“ გადავიდა

თბილისის „დინამოს“ მცველი ლაშა თოთაძე 2015/16 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში გადასული „საბურთალოს“ შემადგენლობაში ითამაშებს.

როგორც ცნობილია, 26 წლის მოთამაშე ახალ კლუბში იჯარით დეკემბრამდე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა „დინამოში“ გასული წლის ზაფხულში ბოლნისის „სიონიდან“ გადავიდა. უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა. თოთაძე ბოლო დროს „დინამოს“ კაპიტანიც იყო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში თოთაძე ხარკოვის „მეტალისტში“ ისინჯებოდა, თუმც მალევე თბილისში დაბრუნება მოუწია.

თოთაძე: “ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თასი ჩვენთან დარჩენილიყო”

გუშინ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. თბილისის “დინამომ” “სამტრედია” გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, “დინამოელთა” ამჟამინდელ კაპიტანს, ლაშა თოთაძეს Fanebi.Com გაესაუბრა.

“ამ მოგებას პირველ რიგში გლადიატორებს ვუძღვნით. ეს ყველაზე მეტად დაიმსახურეს. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში ძალიან გულიანად გვედგნენ. მათი მხრიდან ერთი კრიტიკა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებდით. რაც შეეხება თამაშს, სასიხარულოა, რომ დამაჯერებლად მოვიგეთ და “დინამომ” წელი უტიტულოდ არ დაასრულა. მადლობა ყველა ფეხბურთელს. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თასი ჩვენთან დარჩენილიყო”.

ლაშა თოთაძემ “ტორპედოს” 35 მეტრიდან ულამაზესი ჯარიმა გაუტანა [ვიდეო]

დღეს საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში თბილისის “დინამომ” პრინციპული მეტოქე ქუთაისის “ტორპედო” 3:2 დაამარცხა.

მაშინ, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, მასპინძელთა კაპიტანმა, ლაშა თოთაძემ წონასწორობა ბრწყინვალე გოლით აღადგინა, რომელიც 35 მეტრიდან გაიტანა.

გოლის ეპიზოდი იხილეთ 0:10 წუთიდან:

თოთაძე ხარკოვის “მეტალისტში” ისინჯება

უკრაინული პრესის ცნობით ხარკოვის “მეტალისტში” ორი ფეხბურთელი, სერგეი პოგორელი და ლაშა თოთაძე ისინჯებიან.

26 წლის თოთაძე მიმდინარე სეზონის დასაწყისში ბოლნისის “სიონიდან” თბილისის “დინამოში” გადავიდა და ძირითადი შემადგენლობის უცველელ წევრიც გახდა. ქართველ მცველს უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2009 წლიდან თოთაძე უნგრეთში ჯერ “დიორის” შემდეგ კი “ლომპარდ პაპას” ღირსებას იცავდა. გარკვეული პერიოდი თოთაძემ უკრანაშიც გაატარა, სადაც კივის “დინამოს” მეორე გუნდში ირიცხებოდა.

უკრაინის ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ ხარკოვის “მეტალისტი” მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.