როგორც მოგეხსენებათ, ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი რაული ამერიკულ “ნიუ იორკ კოსმოსში” გადავიდა. კლუბის კომერციული დირექტორი ერიკ სტოუვერი აცხადებს, რომ ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის მისვლამ უკვე მოახდინა გუნდზე დადებითი ეფექტი.
“ჩვენი გუნდის ფანები რაულის შეძენით აღფრთოვანებულები არიან.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ბილეთებისა და საკლუბო ატრიბუტიკის გაყიდვების რაოდენობა. რაულის დამატება ჩვენი კლუბის ისტორიის იმ მონაკვეთებს ჰგავს, როდესაც ჩვენთან პელე და ფრანც ბეკენბაუერი მოვიდნენ”, – ციტირებს “კოსმოსის” კომერციული დირექტორის სიტყვებს “ასი”.