ვლადიმერ ვაისის დილემა – რომელი თავდამსხმელი შეუტევს ლატვიას?

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ გუშინდელ ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და დღევანდელ შეხვედრაში ლატვიის წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ შეძლებს.

ვლადიმერ ვაისს ქვილითაიას შეცვლის რამდენიმე ვარიანტი აქვს. განაცხადში ოფიციალურად 2 ნომინალური თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა და ლევან მჭედლიძე იმყოფებიან.  კაჭარავა ზაფხულში კვიპროსულ “ანორთოსისში” გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ, მხოლოდ 10 წუთი ითამაშა. საგულისხმოა, რომ კვიპროსში ჩემპიონატი გვიან დაიწყო.

“ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე 16 თვეზე მეტია, რაც ოფიციალურ მატჩში არ გამოსულა და შესაბამისად, სათამაშო პრაქტიკაზე საუბარი არც ღირს. მჭედლოს გამოძახების ერთადერთი მიზეზი ნაკრებში მიღებული გამოცდილებაა, რითაც ვაისმა ის სხვა თავდამსხმელებს ამჯობინა.

თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მეტად მოსალოდნელია ვაისმა ცენტრფორვარდად ლატვიასთან ვაკო ყაზაიშვილი ათამაშოს და მის პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდეს. ხოლო, ფლანგებიდან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი მერებაშვილი შეუტევენ.

ყაზახეთთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კაპიტანი ჯაბა კანკავა საუკეთესო ფორმაში არ არის და ვაკო გვილიას მოედანზე გამოსვლის შემდეგ, საყრდენ ზონაში სიტუაცია აშკარად გაუმჯობესდა. შესაძლოა, მენტორმა ნახევარდაცვაშიც შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და თამაში კვეკვესკირმა და გვილიამ დაიწყონ.

დაცვასა და მეკარის პოზიციაზე კი ვაისი არანაირ ცვლილებას არ აპირებს და ის ენდობა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს ნაკრების მთავარ ძალას წარმოადგენენ.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შემოგთავაზებთ.

გიორგი ქვილითაიამ “შტურმს” გაუტანა (ვიდეო)

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში გრაცის “შტურმმა” საკუთარ მოედანზე ვენის “რაპიდი” მიიღო.

პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა: ნიგერიელმა ემეკა ეზემ დუბლი შეასრულა. თუმცა, მე-40 წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

იხილეთ ქვილითაიას გოლი

 

“რაპიდმა” სამბურთიანი სხვაობით იმარჯვა – ქვილითაიას ერთი საათი დაეთმო

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგაში, 31-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ვენის “რაპიდი” და “ადმირა” დაუპირისპირდნენ. მატჩი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით, 4-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ვენელთა რიგებში, ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია. მიუხედავად უხვგოლიანი მატჩისა, ქართველმა თავდამსხმელმა გოლით გამორჩევა ამჯერად ვერ შეძლო. ის 59-ე წუთზე შეცვალეს.

გეტყვით, რომ ამჟამად “რაპიდს” 55 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ის მომდევნო შეხვედრას მეორეადგილოსან გრაცის “შტურმთან” (60 ქულა აქვს) ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება გრაცში 29 აპრილს გაიმართება.

ქვილითაიამ თასის ნახევარფინალში გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა

ვენის “რაპიდის” ქართველი გოლეადორი, გიორგი ქვილითაია, კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება. ამჯერად, ავსტრიელთა ქართველმა ლეგიონერმა თავის გამოჩენა თასის ნახევარფინალში შეძლო.

“შტურმ გრაცსა” და “რაპიდს” შორის გამართულ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი 53-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც მასპინძლებს უკვე გატანილი ჰქონდათ ერთი გოლი. ქართველმა 84-ე წუთზე მურგის პასი გამოიყენა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო (2-2).

გიორგი ქვილითაია: “მოგვეთხოვება, რომ ესტონეთსაც დამაჯერებლად მოვუგოთ”

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ლიტვა ანგარიშით, 4:0 გაანადგურა. დაპირისპირების შემდეგ Fanebi.Com-ს თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია ესაუბრა.

“თამაშით, რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილია. გულშემატკივარიც, ვხედავთ, როგორი გახარებულია. კმაყოფილი ვარ შედეგით, საკუთარი დამათიშით და, რა თქმა უნდა, გუნდის გამოსვლით. ჩემი აზრით, მეტოქის დამარცხება იმის ხარჯზე მოვახერხეთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთ მუშტად შეკრული იყო. ესტონეთთან ასევე უნდა ვითამაშოთ. მონდომებაა საჭირო, რადგან მოგვეთხოვება, რომ ესტონეთსაც მოვუგოთ,” – აცხადებს ვენის “რაპიდის” თავდამსხმელი.

გიორგი ქვილითაიას ჰეთრიკი და ავტოგოლი ავსტრიის ჩემპიონატში (ვიდეო)

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის შეხვედრები შედგა ერთ-ერთ მათგანში ვენის “რაპიდი” “ვოლფსბერგერს” დაუპირისპირდა.

დედაქალაქელთა შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია, რომელმაც მერვე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეაგდო. ამის შემდეგ, 25-ე და 29-ე წუთებზე ვეტონ ბერიშამ ორი გოლი გაუტანა მეტოქეს და სხვაობა სამამდე გაზარდა. ხოლო, 49-ე და 89-ე წუთებზე ქართველმა შემტევმა ჯერ შაუბის, შემდეგ კი შვაბის პასებით გაიტანა. საგულისხმოა, რომ ერთ ცუდ მომენტსაც ჰქონდა ადგილი ამ მატჩში – 79-ეზე ქვილითაიამ საკუთარ კარშიც შეაგდო გოლი. საბოლოოდ, მატჩი, 5-1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ვენური კლუბი მესამე ადგილზეა და 43 ქულა აქვს.

 

გიორგი ქვილითაიამ ლინცის ლასკ-ის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

დღეს ავსტრიის “ბუნდესლიგის” შეხვედრები გაიმართა. 27-ე ტურის ერთ-ერთ მატჩში ვენის “რაპიდმა” ლინცის ლასკ-ი მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში, დედალაქელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია. მან დუბლი შეასრულა. ქვილითაიამ ჯერ 45-ე წუთზე მურგის პასი გამოიყენა. ხოლო, მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეაგდო. საბოლოოდ, “რაპიდმა” 2-0 იმარჯვა. მას 39 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო

 

“რაპიდმა” “ლასკს” სძლია – ქვილითაია შეუცვლელად!

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ დაპირისპირებაში ვენის “რაპიდი” ლინცის “ლასკს” ესტუმრა. მატჩში სტუმართა დომინირება შეიმჩნეოდა, რაც ანგარიშშიც აისახა. ჯერ 25-ე წუთზე მურგმა გაუტანა მასპინძლებს, ხოლო 12 წუთში შვაბმა ორამდე გაზარდა სხვაობა. 68-ე წუთზე ბერიშამ ერთი ბურთ გაქვითა. საბოლოოდ, დედაქალაქელებმა ანგარიშით, 2:1 იმარჯვეს.

საგულისხმოა, რომ “რაპიდის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია, რომელსაც გოლი არ გაუტანია და მე-19 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. იგი 70-ე წუთზე ჟოელინტონით შეცვალეს.

ამ მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი 29 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ვენური კლუბი მეორეადგილოსან “სალზბურგს” დაუპირისპირდება, რომელისაც “რაპიდზე” ორით მეტი ქულა დაუგროვდა, თუმცა ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

“შტურმმა” და “რაპიდმა” ფრე გააგორეს – ქვილითაია ძირითადშია

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. გრაცში, ადგილობრივი “შტურმი” ვენის “რაპიდს” მასპინძლობდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, თუმცა გოლი არ გასულა. საბოლოოდ, 0-0 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ვენელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია. მან 73 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიელი ჟოელინტონით შეცვალა.

ამ ფრის შემდეგ გიორგის გუნდი 26 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

გიორგი ქვილითაიამ “ვოლფსბერგერს” 3 წუთში ორი გოლი გაუტანა (ვიდეო)

6 მაისს, თბილისის დროით 20:30 საათზე “რაპიდსა” და “ვოლფსბერგერს” შორის დაწყებული მატჩი გიორგი ქვილითაიასთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

“რაპიდის” ქართველმა თავდამსხმელმა საწყის წუთებში ორი გოლის გატანა შეძლო. საქართველოს ნაკრების წევრმა მატჩის მე-8 წუთზე ავსტრიელი კოფლერის კარი პირველად აიღო, მე-11 წუთზე კი მისი კარი მეორედაც დალაშქრა და საკუთარ გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუტანა.

ქვილითაია: “მადლობა მათ, ვინც იმედი არ დაკარგეს და დღეს მატჩზე მოვიდნენ”

დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა ლატვიის გუნდს. გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან დუბლის ავტორმა, გიორგი ქვილითაიამ ისაუბრა.

“კმაყოფილი ვარ ნაკრების თამაშით. ამ დუბლის შესრულება დიდი ბედნიერება იყო. პირველი მათგანი ნაკრებში სადებიუტო იყო.”

“ყველანაირად ვეცდები, ოფიციალურ მატჩებშიც მოვახერხო გოლის გატანა. ყველაზე მთავარი, გულშემატკივარი გავახარეთ. ამდენი იმედგაცრუების მიუხედავად, ისინი მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. მადლობა გულშემატკივარს!” – განაცხადა ქვილითაიამ.

ვენის “რაპიდი” “ალტახთან” დამარცხდა – ქვილითაიამ 77 წუთი ითამაშა

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ალტახმა” დედაქალაქური “რაპიდი” მიიღო და, საბოლოოდ, 3-1 დაამარცხა მეტოქე.

ქართველ თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია ვენელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხოლო, 77-ე წუთზე კი ტომი კორეამ შეცვალა.

ამ მარცხის შემდეგ ქვილითაიას გუნდს 27 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.