“რომა” მზადაა, “ტორინოს” მცველში 15 მილიონი გადაიხადოს

“ჯალოროსი” აქტიურადაა დაინტერესებული ბრუნო პერესით.

Tuttosport-ის თანახმად, ამ კვირის ბოლომდე “რომას” პრეზიდენტი, ვალტერ საბატინი შეხვდება “ტორინოს” პრეზიდენტს ურბან კაიროს და 25 წლის მარჯვენაფლანგელის ტრანსფერზე ისაუბრებენ.

ჭორების თანახმად, “ჯალოროსი” პერესში 15 მილიონს იხდის.

“ტორინოს” ფეხბურთელმა “იუვენტუსს” წლის საუკეთესო გოლი გაუტანა? (ვიდეო)

30 ნოემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “იუვენტუსსა” და “ტორინოს” შორის გამართულ მატჩში (2:1), ბრუნო პერესმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.