ვენგერმა „ბაიერნის“ დამარცხების რეცეპტი იპოვა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„როგორ დავამარცხოთ დაუმარცხებლები? პირველ რიგში, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში გავაკეთეთ. მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ და საკუთარი ძალების გვჯეროდეს. გარდა ამისა, „ბაიერნს“ თამაშის კონტროლის საშუალება არ უნდა მივცეთ, ამ გუდნს ბურთს დაჭერა უყვარს. ამიტომაც, მაქსიმალური კონცენტრაცია და მომენტების გამოყენება გვჭირდება“, – განაცხადა ფეხბურთს ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერი: „არსენალს“ სამი უმაღლესი დონის მეკარე ჰყავს“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თავისი გუნდის მეკარეები შეაფასა.

„ოსპინას ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა, რადგან, როდესაც იგი ჩვენთან მოვიდა, მას ტრავმა ჰქონდა. ამ დროში დავიდმა აჩვენა, თუ რამდენად კარგი მეკარეა. ამჟამად იგი შჩესნისთან ერთად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძვის. ვოიცეხი ნომერ პირველი მეკარეა, თუმცა ბოლო დროს ოსპინას ვათამაშებთ. გააგრძელებს თუ არა იგი შემადგენლობაში მოხვედრას? ამასთან დაკავშირებით რამეს მოვიფიქრებთ. ასევე მარტინესის შესახებ არ გვავიწყდება – მასაც მაღალი დონის მეკარედ ვაფასებთ. გუნდში სამი უმაღლესი დონის გოლკიპერი გვყავს“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერი გულშემატკვირებს სამი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის მოგებას დაპირდა

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერით თქმით, მისი გუნდი სამი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის მოგებას აპირებს.

„უახლოეს სამ სეზონში პრემიერლიგის მოგებას ვაპირებთ. მიმდინარე სეზონი „არსენალმა“ არც ისე ცუდად დაიწყო, თუმცა ფეხბურთელების ტრავმებმა ხელი კვლავ შეგვიშალეს. ოპტიმალური შემადგენლობით თამაშის შესაძლებლობა არც ერთხელ გვქონია.

დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების მისაღწევად საჭირო რესურსი გაგვაჩნია. ყოველ მატჩში უნდა ვიბრძოლოთ, რათა საჩემპიონო რბოლაში დავბრუნდეთ. ვფიქრობ, „ჩელსის“ გასწრება კიდევ შეგვიძლია“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ამჟამად „არსენალი“ ინგლისის პირველობის მხოლოდ მეშვიდე ადგილს იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ „ჩელსის“ 7 ქულით ჩამორჩება.