ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.
“მთავარი მიზეზი იმისა, რომ “არსენალი” მოწინავე პოზიციაზე არ არის და დიდი ტიტულებისთვის ვერ იბრძვის, მისი შემადგენლობაა. გუნდის ფეხბურთელთა ნახევარი “არსენალში” თამაშს არ იმსახურებს. ეს არის და ეს.
არსენ ვენგერმა პოლიტიკა უნდა შეცვალოს. კლუბს საკმაოდ კარგი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. “არსენალმა” 30-40 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა ისეთ ფეხბურთელებში, როგორებიც მუსტაფი და გრანიტ ჯაკა არიან. კლუბმა ეს ტრანსფერები პანიკურად განახორციელა. “არსენალის” სატრანსფერო პოლიტიკა დიდად არ მხიბლავს. გუნდი ფეხბურთელებს ძალიან მოკლე დროში, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე ახორციელებს. საუკეთესო კლუბები წლის განმავლობაში სიღრმისეულ ანალიზს აკეთებენ, თუ რა სჭირდებათ.
ასე რომ, სატრანსფერო პოლიტიკა შესაცვლელია. “არსენალი” ევროპის უდიდეს კლუბებს კონკურენციას ვერ გაუწევს, თუ რამეს არ შეცვლის, ვინაიდან მრავალი წელია გუნდს დიდი ტიტულები არ მოუგია. თუ ამ პრობლემებს არ მოაგვარებენ, “არსენალში” დიდი ფეხბურთელების მოყვანა ძალიან გაჭირდება”, – ციტირებს პეტის სიტყვებს BT Sport-ი.