კარიკატურა: ლეგენდების დაბადების დღეები

გუშინ რონალდინიოს, ლოთა მათეუსისა და რონალდ კუმანის დაბადების დღეები იყო. ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურებს გვთავაზობს.

 

11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ

სპორტულმა პორტალმა Squawka-მ იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი

11

მარჯვენა მცველი – ლილიან ტურამი

reu_034958

ცენტრალური მცველი – ფაბიო კანავარო

reu_172812

ცენტრალური მცველი – ლორან ბლანი

reua_463251

მარცხენა მცველი – ჯანლუკა ძამბროტა

1266275

ცენტრალური ნახევარმცველი – ლოთარ მათეუსი

1220722

ცენტრალური ნახევარმცველი – პატრიკ ვიეირა

0875046

ცენტრალური ნახევარმცველი – მიხაელ ბალაკი

2058587

შემტევი ნახევარმცველი – პაველ ნედვედი

reu_482382

თავდამსხმელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი

reu_2173289

თავდამსხმელი – რონალდო

reu_111755

მათეუსი: ”როისი ”ბაიერნში” უნდა გადავიდეს”

მარკო როისის შესახებ პრესა კვლავ აქტიურად განაგძობს წერას. ფეხბურთელით უკვე რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთ შემთხვევაში დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ინტერვიუში თავის აზრს აფიქსირებს ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი.

”ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ როისი დარჩეს ბუნდესლიგაში. მე დღემდე არ მომწონს, რომ ბავარიელებმა ტონი კროოსი მადრიდის ”რეალში” გაუშვეს, მათ კი შემცვლელად ჩაბი ალონსო მოიყვანეს, რომელიც გერმანელ ფეხბურთელზე 9 წლით უფროსია. მომავალში კროოსი უფრო მეტს მიაღწევდა ”ბაიერნთან” ერთად. რაც შეეხება ”ბაიერნის” მომავალს, გუნდში ყოველთვის ფიქრობენ მომავალზე. ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, რიბერი და არიენ რობენი რამდენიმე წელიწადში ვეღარ იქნებიან მოწოდების სიმაღლზე. ერთ დღესაც ისინი აღარ იქნებიან გუნდის წევრები. ბოლო წლებია, ”დორტმუნდის” სათამაშო სტილის დიდი გულშემატკივარი ვარ. ფაქტია, რომ მათ დაკარგეს ის სათამაშო დონე, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გააჩნდათ. მჯერა, რომ ისინი კვლავ დაიბრუნებენ საკუთარ ადგილს ბუნდესლიგაში”.
ლოთარ მათეუს ეჭვიც არ ეპარება კლოპის პროფესიონალიზმში. იგი თვლის, რომ საახალწლო შესვენების შემდეგ გუნდი ისევ უმაღლეს დონეზე ითამაშებს.

”მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ზამთრის დასვენება სიტუაციის გამოსწორებისთვის. გუნდმა ბუნდესლიგაში უნდა გამოასწოროს სიტუაცია. ჩემპიონატში არიან სტაბილური გუნდები. გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს სტაბილურობა მართებს,” – განაცხადა მათეუსმა.