“ვალენსიას” ხელმძღვანელებმა ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი მეკარის, ნეტოს ტრანსფერი ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.
როგორც ცნობილი ხდება, “ბებერი ქალბატონის” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მის გამოსასყიდად საჭირო თანხა კი 80 მილიონ ევროდ განისაზღვრება.
ნეტო, რომელშიც “ღამურებმა” 7 მილიონი ევრო გადაიხადეს, ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელის როლს ასრულებდა “იუვეში” – 27 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს მხოლოდ 10 მატჩი დაიწყო სასტარტოდან ტურინში ყოფნის პერიოდში.