ლუის სუარესი: “ბარსელონამ “რეალს” საპატიო კორიდორი არ უნდა გაუკეთოს”

მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღნიშნული თასის მოგების შემდეგ, “ბლანკოსი” პირველ შეხვედრას კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ 23 დეკემბერს გამართავს. ბევრი თვლის, რომ ამ დაპირისპირების დაწყებამდე “ბლაგურნამ” “თეთრებს” საპატიო კორიდორი უნდა მოუწყოს.

ზემოთ ნახსენებს არ ეთანხმება კატალონიელთა თავდამსხმელი, ლუის სუარესი.

“საპატიო კორიდორი ჩემთვის ახალი რამეა. ასეთი რამე, რაც ესპანეთში ჩამოვედი, პირველად მესმის. ვიცი, წესებში წერია, რომ თუ შენთან ერთად რომელიმე ტურნირზე მოასპარეზე მეტოქე მოიგებს თასს, მაშინ მას, პატივისცემის ნიშნად, საპატიო კორიდორი უნდა გაუკეთო. თუმცა, ამ სიტუაციაში მსოფლიოს ჩემპიონატთან არაფერი გვაკავშირებს. ამიტომ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ,” – აცხადებს სუარესი.

კრიშტიანუ რონალდუ: “ახალმა რეკორდმა მოტივაცია შემმატა”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მსოლფიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ალ ჯაზირას” გაუტანა და ამით ტურნირის ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

პორტუგალიელმა თავის მიღწევაზე ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს რეკორდი ამაყს მხდის. ამ მიღწევით ფეხბურთის ისტორიის ნაწილი კიდევ ერთხელ გავხდი. ეს ძალიან დიდი პატივია. გატანილი გოლი და დამყარებული რეკორდი მოტივაციას მმატებს, რომ მომდევნო მატჩში კიდევ უფრო მეტი შევაგდო. ზოგადად, ბევრი რომ ვიმუშავო და უფრო მეტს მივაღწიო.”

“ჩემი გუნდელების გარეშე არაფერი იქნებოდა. მათი დამსახურებაა, რომ ნახევარფინალში ვიმარჯვეთ. ახლა გაცილებით მონდომებულები ვართ და გვჯერა, ფინალში წარმატების მიღწევა შგვიძლია,” – აცხადებს “რონი”.

შეგახსენებთ, რომ ხვალ “რეალი” ფინალში ბრაზილიურ “გრემიოს” თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.

ზიდანი: “გვინდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ და შემდეგ ექვსი თვე გვაქვს დასასვენებლად”

მადრიდის “რეალი” აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შეეცდება წარმატების მიღწევას.

“თეთრების” დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს მარტივი ტურნირი არაა. წინა წელს საკმაო შრომის გაწევა მოგვიხდა იმისთვის, რომ ტიტული მოგვეპოვებინა. აქ ადვილი თამაშები არ არსებობს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ “რეალი” ვართ, შეჯიბრების მოგება არ შეგვიძლია. დრო გვაქვს, რომ ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის მოვემზადოთ. ჩვენი თავის გვჯერა – არანაირი შეყოვნებები, ბარიერები. კალენდარი ასეთია და ვისაც რა ტურნირზე ვუპირისპირდებით, ყველგან ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ.”

“ნორმალურია, რომ სეზონის მიმდინარეობის მანძილზე რამდენჯერმე ადიხარ მაღლა და იძირები. თუმცა, რაც ბოლოს გავაკეთეთ, ეს ნამდვილად პოზიტიური რამ იყო. წელს ორი ტიტული მოვიგეთ და მესამის მოპოვებას ვეცდებით. ამის შემდეგ ექვსი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლოთ,” – აცხადებს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” პირველ შეხვედრას 13 ნოემბერს, ოთხშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე, “ალ ჯაზირას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სერხიო რამოსი: “მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩემში კარგ ასოციაციებს იწვევს”

მადრიდის “რეალი” 2016 წლის მოსფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწიელობას. “ბლანკოსი” 15 დეკემბერს, ტურნირის ნახევარფინალში მექსიკურ “ამერიკას” დაუპირისპირდება.

სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს შეჯიბრების მოსაგებად.

“ეს ტურნირი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად შეუძლია “რეალს” განსხვავებული სტილის ფეხბურთით მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა.”

“მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით ბევრი კარგი მოგონება მაქვს. წარსულში ამ ტურინირის ნახევარფინალსა და ფინალში გატანილი მაქვს გოლები. ყველაფერს ვიზამ, რომ წელსაც წარმატებულად ვითამაშო და გუნდს დავეხმარო,” – განაცხადა ესპანელმა მცველმა.

როგორ სასტუმროში იცხოვრებს მადრიდის “რეალი” იაპონიაში? (ფოტოები)

სულ მალე მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. პირველ შეხვედრას ესპანელები 15 დეკემბერს გამართავენ.

გაირკვა, რომ ტურნირის მიმდინარეობის დროს “თეთრები” “იოკოჰამა როიალ პარკ ჰოტელში” იცხოვრებენ. ეს შენობა იაპონიის ყველაზე მაღალ ნაგებობებს შორის რიგით მეორეა. მისი სართულების რაოდენობა 70-ს შეადგენს, სიმაღლე – 295.8 მეტრია. “იოკოჰამა როიალ პარკ ჰოტელს” გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ლიფტი მსოფლიოში – იგი 0-დან 70-ე სართულამდე მხოლოდ და მხოლოდ 43 წამში ადის. ესპანური გრანდის დელეგაციას 48-ედან 69-ე სართულამდე მოუწევს ცხოვრება.

ეს შენობა იქნება პირველი, რომელსაც “რეალის” ფეხბურთელები მაშინ დაინახავენ, როცა  “ჰანედას” აეროპორტს მიუახლოვდებიან.

იხილეთ ფოტოები

 

საკლუბო ჩემპიონატის მეორე ფინალისტიც გაირკვა

საკლუბო ჩემპიონატზე ბოლო ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. მადრიდის ,,რეალს” ფინალში მეტოქეობას ,,სან ლორენსო გაუწევს.

შეგახსებთ ასევე იმასაც, რომ საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება 20 დეკემბერს. მატჩი თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

„რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში უპრობლემოდ გავიდა (ვიდეო)

მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მექსიკური „კრუს ასული“ უპრობლემოდ დაამარცხა. კარლო ანჩელოტის მოთამაშეებმა მეტოქეს ანგარიშით 4:0 მოუგეს.

მე-15 წუთზე ანგარიში სერხიო რამოსმა გახსნა. 11 წუთში მადრიდელთა უპირატესობა ორამდე ქარიმ ბენზემამ გაზარდა. 50-ე წუთისთვის „ბლანკოსი“ უკვე ანგარიშით 3:0-ს იგებდა, მესამე გოლი თავის ანგარიშზე გარეთ ბეილმა ჩაიწერა, წერტილი კი ისკომ დასვა, რომელმაც თავი 72-ე წუთზე გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში 0:2 იყო, იკერ კასილიასმა პენალტი მოიგერია.

„კრუს ასული“ – „რეალი“ 0:4
გოლები: რამოსი 15′, ბენზემა 36′, ბეილი 50′, ისკო 72′

„კრუს ასული“: კორონალ ფლორესი, როდრიგესი, დომინგესი, პინტო; ტორადო, ბერნარდელო; როხასი (ვალადესი 76′), ფორმიკა, ხიმენესი (ფაბიანი 65′); პავონე (ბარერა 65′)

„რეალი“: კასილიასი; კარვახალი, პეპე, რამოსი (ვარანი 64′), მარსელი; ბეილი, ილიარამენდი, კროოსი (ხედირა 73′), ისკო (ხესე 76′); ბენზემა, რონალდუ

გაფრთხილება: რამოსი