თბილისის სპორტის სასახლეში დღეს “შსს-აკადემიასა” და თბილისის “დინამოს” შორის სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა შედგა, რომელიც დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა.
დინამომ წინა მატჩებთან შედარებით აქტიურად დაიწყო და მატჩის სასწყის წუთებზე დაწინაურდა, თუმცა პირველი მეოთხედი მაინც ერთი ქულის სხვაობით დათმო. მეორე პერიოდის საწყის წუთებში კოტე ტუღუშის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და ნომინამლური მაპსინძლებიც შეხვედრაში ყველაზე დიდი, 5 ქულიანი ჰანდიკაპით დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ „დინამომ“ ჯერ გათანაბრება, ბოლოს კი შერმანისა და ლეჟავას ზუსტი ტყორცნებით დაწინაურებაც შეძლო და პირვლეი ტაიმი 3 ქულიანი უპირატესობით, 41:38 მოიგო.
მატჩის სცენარი მეორე ნახევარში არ შეცვლილა. გამარჯვებულის ბედი კი დასკვნით ორ წუთში გადაწყდა. „დინამოელები“ უფრო ზუსტები აღოჩნდნენ და საბოლოოდ შეხვედა 1-ქულიანი უპირატესობით, 72:71 მოიგეს.
18 ქულით “დინამოს” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი რევაზ დიდია გახდა. აქტიურები იყვნენ შერმანი (16 ქ.) და ლეჟავა (15 ქ.). მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი აკადემიელი გიორგი ცინცაძე გახდა, რომლის 23 ქულამ შსს მარცხისგან ვერ იხსნა.
ამრიგად, დღევანდელი შეხვედრის შედეგის გათვალისწინებით ფინალურ სერიაში ანგარიში 2:1 გახდა. ფინალური დუელის მორიგი დაპირისპირება კი ხვალ, კვლავ სპორტის სასახლეში დაიწყება და სტარტს 18 საათზე აიღებს.