კრიშტიანუ რონალდუ: “თავიდან პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე არც კი ვფიქრობდი”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გამოტყდა, რომ თავის დროზე პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე არც კი ფიქრობდა.

“ჩემს ოჯახში ყველას უყვარს ფეხბურთი. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში ვთამაშობდი და მამაჩემმა შემომთავაზა, როცა სამსახურში წავალ, შენ გუნდთან ერთად ივარჯიშეო. მე ვიფიქრე, რატომაც არა და დავთანხმდი.

ასე დავიწყე თამაში. ყოველდღიურად ვვარჯიშობდი და მიხაროდა, რომ გუნდში ვიყავი. მამაც სულ გვერდში მედგა.

თავიდან მომეჩვენა, რომ დანარჩენი ბავშვებისგან გამორჩეული ვიყავი. მანამდე არასდროს მიფიქრია პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე და არც იმაზე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში”, “რეალსა” და თუნდაც “სპორტინგში” ვითამაშებდი.

მაშინ მხოლოდ ვტკბებოდი თამაშით და ჩემს ნიჭზე საერთოდ არ ვფიქრობდი.

სამი-ოთხი წლის შემდეგ მეც მომინდა ასეთ კლუბებში თამაში. ყველა მატჩს ვუყურებდი და ამაზე ოცნებაც დავიწყე”, – განაცხადა რონალდუმ Herbalife-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

რონალდუს სამშობლოში ძეგლი დაუდგეს

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს სამშობლოში ძეგლი დაუდგეს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ქანდაკება მის მშობლიურ ქალაქ ფუნშალში აღიმართა. ძეგლის სიმაღლე 2,4 მეტრია.

თავად რონალდუს “რეგიონის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის” მედალი გადასცეს.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ემოციებს ვერ გამოვხატავ. ეს მოტივაციას ამიმაღლებს და განვითარების საშუალებას მომცემს. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია”, – განაცხადა რონალდუმ.

Cristiano Ronaldo - statue