SBM LEAGUE 2014/15: პლეიოფებისთვის ბრძოლა გრძელდება

7 და 8 მარტს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხებურთის აკადემიამ ტრადიცულად ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

შაბათი დღე  მთლიანად ბრინჯაოს ლიგას დაეთმო, სადაც მეორე ტურის მატჩები გაიმართა. რაც შეეხება კვირას, X ტურის დარჩენილი შეხვედრები გამართეს ვერცხლის ლიგის გუნდებმა, ხოლო ოქროს ლიგაში წრიული ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრები შედგა.

სასტარტო ტურის მსგავსად, ბრინჯაოს მეორე ტურიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

სადებიუტო შეხვედრა გამართა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა, რომელიც კრედო- ქვემო ქართლს დაუპირისპირდა და 14-1 გაანადგურა. ამავე ა ჯგუფში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მფკ ტატიშვილმა, რომელმაც მერიას სძლია 4-0. საყაიმო ანგარიშები დაფიქსირდა ამ ჯგუფის კიდევ ორ დაპირისპირებაში. ბი პი ჯორჯიას მეორე გუნდი, თიბისი ფეის დაუზავდა 2-2, ხოლო ევროკრედიტისა და მფკ პალერმოს უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა, ლოგიკური ფრით, 3-3 დასრულდა. ჯგუფს სათავეში 6 ქულით ბიბლუსი ჩაუდგა, რომელმაც ზედიზედ მეორე წარმატება ქლინინგ სერვის გრუპის გუნდთან იზეიმა. გამომცემლების მინიმალური გამარჯვება, 2-1.

რაც შეეხება ბ ჯგუფს. აქ ორიდან ორი მოგებით მცხეთის „გუჯარი“ ლიდერობს. ამჯერად „სატახტაო ქალაქის“ წარმომადგენლება მეგაკოსთან მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება,7-1. პირველი სამი ქულა ჩაიწრეს აქტივში პალიტრას და vivus.ge-ს გუნდებმა. პალიტრამ მძიმე ბრძოლაში მედიქლაბჯორჯიასსძლია 2-1, ხოლო ვივუსს, უაღრესად დიდი ჯაფა დაადგა, ბაქსვუდისა და მისი ბრწყინვალედ მოთამაშე მეკარის, დავით მამაცაშვილის გასატეხად, საბოლოოდ ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება, 2-5. დღის მატჩად კი თამამად შეიძლება საქართველოს ფოსტისა და კასპის „გენერლის“ დაპირისპირება მივიჩნიოთ. კასპელები ფაქტიურად მთელი მატჩის განმავლობაში ჯობნიდნენ მეტოქეს, თუმცა გამარჯვება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გაუშვეს ხელიდან, ფრე 3-3.

ამავე ჯგუფის ერთი შეხვედრა ჯო ენის კლინიკასა და კარფურს შორის კვირას გაიმართა და  “მედიკოსთა“  გამარჯვებით 9-3 დასრულდა.

07.03.2015. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

ა ჯგუფი

სდსს – კრედო (ქვემო ქართლი) 14-1

BP 2 –  TBC Pay 2-2

მერია – მფკ ტატიშვილი 0-4

ევროკრედიტი – MFC PALERMO 3-3

CSG – ბიბლუსი  1-2

ბ ჯგუფი

მეგაკო – გუჯარი (მცხეთა) 1-7

ბაქსვუდი 2 – VIVUS.GE 2-5

საქართველოს ფოსტა – გენერალი (კასპი) 3-3

პალიტრა მედია – მედიქლაბჯორჯია 2-1

08.03.2015

ჯო ენი – კარფური  9-3

ვერცხლის ლიგაში X ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო GWP-ის არ გასჭირვებია პროკრედიტბანკის ძლევა, 6-0 და „ბანკირების“ საფლეიოფო“ გეგმები მხოლოთ თეორიაა. სამაგიეროდ საპლეიოფო ზონას არ ცილდება ბანკი რესპუბლიკა, რომელსაც ამისთვის საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა რუსთავი 2-თან და მხოლოდ მატჩის მიწურულსმოახერხა გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 4-3. რაც შეეხება კრედოსა და ბი პი ჯორჯიას დაპირისპირებას, საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ლოგიკური ფრით, 1-1 დასრულდა. წრიული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და პლეიოფში გამსვლელთა ვინაობაც და 1/4 ფინალური წყვილებიც სწორედ ამის შემდეგ გახდება საბოლოოდ ცნობილი.

08.03.2015. ვერცხლის ლიგა. X ტური

რუსთავი 2 – ბანკი რესპუბლიკა  3-4

GWP – პროკრედიტ ბანკი 6-0

კრედო – BP GEORGIA 1-1

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) – 23, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 22, გიორგი აფციაური (GWP) – 20

ჯგუფური ეტაპის თამაშები ფაქტიურად დასრულებულია ოქროს ლიგაში. გუშინ გამართული შეხვედრებიდან განსაკუთრებულად საინტერესო, ევროპაბეთისა და GM ჭიათურას დაპირისპირება გამოდგა, რომელიც საბოლოოდ იმერელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. იმარჯვა კიდევ ერთმა ფავორიტმა ნატახტარმა, რომელმაც ვითიბი ბანკს სძლია 4-2 და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. საბანკო დერბი პრივატ ბანკისა და საქართველოს ბანკის მონაწილეობით, ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, 4-1 დასრულდა. კვლავ წააგო ბორჯომმა, რომელიც ამჯერად ერისთავთან დამარცხდა 1-5.

1/4 ფინალისტთა გასარკვევად ოქროს ლიგაში ერთი გადადებული შეხვედრა დარჩა, GM ჭიათურასა და ვითიბი ბანკს შორის. თუკი ჭიათურელები სამი ქულის მოპოვებას მოახერხებენ წრიულ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებენ.

08.03.2015 . ოქროს ლიგა.  IX ტური

ერისთავი – ბორჯომი 5-1

პრივატ ბანკი – საქართველოს ბანკი 1-4

GM ჭიათურა – ევროპაბეთი 1-0

ნატახტარი – ვითიბი ბანკი4-2

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 10, ირაკლი ფირანიშვილი – 9, კახა გოგოხია – 8

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: ოქროს ლიგაში წრიული ეტაპი სრულდება

7 და 8 მარტს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

შაბათს, ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ მეორე ტურის შეხვედრებს.  მხოლოდ ერთი დაპირისპირება გაიმართება კვირას, ბ ჯგუფში ჯო ენის კლინიკისა და კარფურის გუნდები გაარკვევენ ურთიერთობას.

07.03.2015. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

ა ჯგუფი

15:00 სდსს – კრედო (ქვემო ქართლი)

17:00 BP 2 –  TBC Pay

18:00 მერია – მფკ ტატიშვილი

19:00 ევროკრედიტი – MFC PALERMO

20:00 CSG – ბიბლუსი

ბ ჯგუფი

12:00 მეგაკო – გუჯარი (მცხეთა)

13:00 ბაქსვუდი 2 – VIVUS.GE

14:00 საქართველოს ფოსტა – გენერალი (კასპი)

16:00 პალიტრა მედია – მედიქლაბჯორჯია

08.03.2015

13:00 ჯო ენი – კარფური

კვირა დღეს ვერცხლის და ოქროს ლიგის მატჩებს დაეთმობათ.

ვერცხლის ლიგის X ტურის დარჩენილი სამი შეხვედრიდან განსაკუთრებულ ინტერესს, ორი ფავორიტის, ბი პი ჯორჯიასა და კრედოს დაპირისპირება იწვევს. საპლეიოფო რვიანში დასარჩენად აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება ბანკ რესპუბლიკას, რომლის მეტოქეც აუტსაიდერი, რუსთავი 2-ის გუნდი იქნება. ამ ტურს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პროკრედიტ ბანკისათვის, რომელიც გათამაშების კიდევ ერთ ლიდერს „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერს“ დაუპირისპირდება და ვერ გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიულ შანსებს შეინარჩუნებს.

08.03.2015. ვერცხლის ლიგა. X ტური

12:00 რუსთავი 2 – ბანკი რესპუბლიკა

14:00 GWP – პროკრედიტ ბანკი

18:00 კრედო – BP GEORGIA

ოქროს ლიგაში კი წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება. რის შემდეგაც ფაქტიურად საბოლოოდ გაირკვევა თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეიოფში. დარჩება მხოლოდ ერთი გამოტოვებული დაპირისპირება ვითიბი ბანკსა და ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას შორის, რომელიც საბოლოოდ დაალაგებს „რვიანს“.

08.03.2015 . ოქროს ლიგა.  IX ტური

15:00 ერისთავი – ბორჯომი

16:00 პრივატ ბანკი – საქართველოს ბანკი

17:00 GM ჭიათურა – ევროპაბეთი

19:00 ნატახტარი – ვითიბი ბანკი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: საინტერესო შაბათ-კვირა ლიგაში

გასულ უქმეებზე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა. ზამთრის ბოლო დღეს, სტარტი აიღო ბრინჯაოს ლიგის გათამაშებამ, კვირას კი ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის მეათე ტურის მატჩები ჩატარდა. ორივე სათამაშო დღეს, ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

წლევანდელ ბრინჯაოს ლიგაში 20 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც  95% ჩემპიონატის დებიუტანტია. ა და ბ ჯგუფში გადანაწილებულმა გუნდებმა წრიული ეტაპის I ტურის მატჩები გამართეს. მიუხედავად გათამაშების სტარტისა, შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

პირველები პარკეტზე თიბისი ფეისა და თბილისის მერიის გუნდები გავიდნენ. თანაბარ შეხვედრაში გამარჯვება „დედაქალაქის მმართველებს“ დარჩათ, 3-1.

სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა ა ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება, მფკ ტატიშვილსა და ევროკრედიტს შორის, რომელიც საბოლოოდ ლოგიკური ანგარიშით, ფრედ 2-2 დასრულდა.

ყველაზე უხვგოლიანი და „იოლი“ ბიბლუსისა და კრედო-ქვემო ქართლის გუნდების შეხვედრა გამოდგა, რომელშიც „გამომცემლებმა“ 12-1 სძლიეს მეტოქეს.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება, კვირას გაიმართა. ვეტერანი ფეხბურთელებით (დავით სოლოღაშვილი, ზაალ ჩიტალაძე, პაატა ბარნოვი, ანდრო მიზანდარი, ზაზა ჯანაშია) დაკომპლექტებულმა მფკ პალერმომ, მინიმალური სხვაობით,2-1 სძლია „ქლინინგ სერვის გრუფის“ გუნდს.

რაც შეეხება ბ ჯგუფს. იმთავითვე ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიჩნეულმა vivus.ge-სა და საქართველოს ფოსტის დაპირისპირებამ გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. მატჩი საბოლოოდ „ფოსტალიონების“ გამარჯვებით, 3-4 დასრულდა.

წარმატებული დებიუტი ქონდათ რეგიონების წარმომადგენლებს. კასპის „გენერალმა“ 2-0 სძლია პალიტრა მედიას, ხოლო მცხეთის „გუჯარმა“3-0 დაამარცხა კარფური.

პირველი სამი ქულა ჩაიწერა ბაქსვუდი 2-მა, რომელმაც მეგაკოს მისივე მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თვალწინ, ბოლო წუთებზე დაათმობინა გამარჯვება, 2-1.

„მედიკოსთა“ დერბიში, მედიქლაბჯორჯიამ2-0 სძლია ჯო ენის კლინიკას.

შეგახსენებთ, რომ წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა 5-5 საუკეთესო გუნდი, რომელიც პლეიოფში ვერცხლის ლიგიდან გამოვარდნილ 6 გუნდთან ერთად განაგარძობს ბრძოლას ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის.

ბრინჯაოს ლიგა. I ტური

A GROUP

28.02.2015

TBC Pay – მერია 1-3

მფკ ტატიშვილი – ევროკრედიტი 2-2

ბიბლუსი – კრედო-ქვემო ქართლი12-1

01.03.2015

MFC PALERMO – CSG2-1

B GROUP

28.02.2015

ბაქსვუდი 2 – მეგაკო 2-1

VIVUS.GE – საქართველოს ფოსტა 3-4

გენერალი (კასპი) – პალიტრა მედია2-0

მედიქლაბჯორჯია – ჯო ენი 2-0

კარფური – გუჯარი (მცხეთა) 0-3

კვირა დღე, სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდებს დაეთმოთ.

სუპერლიგაში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა და მოულოდნელი ანგარიშებიც დაფიქსირდა. პირველ რიგში აღსანიშნავია შარშანდელი ჩემპიონ-ფინალისტის მფკ ნატახტარისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაპირისპირება, სადაც ნატახტარმა 10-0 (!) გაანადგურა მეტოქე.

დიდი ანგარიშით, 6-0 აჯობა ს.კ პსპ-მ საქართველოს უნივერსიტეტს. მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს „ფარმაცევტების“ კაპიტანი გივიკო კაციტაძე, რომელსაც მძიმე ტრამვის გამო ოპერაციის გადატანა მოუხდა და საკუთარ გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

წინა ტურში შერცხვენის შემდეგ, კვლავ გაიბრწყინა „ვარსკვლავურმა“ პროგრეს ბანკმა. „კალაძე და კომპანია“ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ალექსანდრე იაშვილის ჰეთ თრიკით და კახა კალაძის გოლით, 4-2 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ აჭარლები თავდაპირველად  2-0 იგებდნენ.

ს.კ ჯვაროსნებმა კი ჩემპიონატის აუტსაიდერDHL-თან დაკარგა ქულები. ფრე, 1-1.

სატურნირო ცხრილში ზედა ოთხეული უცვლელია. პირველ ადგილს 22 ქულით შსს იკავებს, მასზე ერთი თამაშით მეტი და ორი ქულით ნაკლები აქვს პსპ-ს. ხოლო მფკ ნატახტარი და პროგრეს ბანკი 17-17 ქულით 3-4 ადგილებს იყოფენ. 5-6 ადგილზე მყოფი საქართველოს უნივერსიტეტი და ს.კ ჯვაროსნები 7-7 ქულით ჩამორჩებიან საპლეიოფო ზონას.

01.03.2015. სუპერლიგა.  II წრე.  I ტური

PSP – UG 6-0

დინამო (ბთ) – პროგრეს ბანკი 2-4

FC TTC – მფკ ნატახტარი 0-10

DHL GEORGIA – ს.კ ჯვაროსნები  1-1

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17, რევაზ ინჯგია (შსს) – 14, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 12

ვერცხლის ლიგაში X ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. მოლოდინისამებრ იმარჯვა ჩემპიონატის ლიდერმასაქართველოს ბანკი 2-მა, რომელმაც ივერიაბეთს მოუგო იოლად, 8-1.

მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში სნიკერსმაცსაქრუსნერგოს ძლევით – 7-4.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა ბაქსვუდმა ბრძოლაში, 2-1.

01.03.2015. ვერცხლის ლიგა.  X ტური

კოლიერსი – ვითიბი ბანკი 2 0-3 (ტ.მ)

საქართველოს ბანკი 2 – ივერიაბეთი 8-1

ტატიშვილი – ბაქსვუდი 2-1

საქრუსენერგო – სნიკერსი 4-7

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge, სპორტული ჟურნალი OFFSIDE და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: 28 თებერვალს ბრინჯაოს ლიგა იწყება

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში  მომდევნო უქმეებზე  კიდევ ერთი გათამაშება აიღებს სტარტს. ზამთრის ბოლო დღეს, შაბათს, 28 თებერვალს ბრინჯაოს ლიგის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება, რაც შეეხება კვირას, 1 მარტს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის X ტურის მატჩები ჩატარდება.

ბრინჯაოს ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა, 20 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც ორ ა და ბ ჯგუფში არიან გადანაწილებული. წრიული ეტაპის შემდეგ გამოვლინდება 5-5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ვერცხლის ლიგიდან გამოვარდნილ გუნდებთან ერთად ერთ რაუნდიან პლეიოფში განაგრძობენ თამაშს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.  28 თებერვალს I ტურის რვა მატჩი ჩატარდება, კიდევ ერთი დაპირისპირება, მფკ პალერმოსა და „ქლინინგ სერვის ჯგუფს“ შორის კი კვირას 19:00 სთ-ზე გაიმართება.

28.02.2015.ბრინჯაოს ლიგა. I ტური

A GROUP

12:00 TBC Pay – მერია

13:00 მფკ ტატიშვილი – ევროკრედიტი

14:00 ბიბლუსი – კრედო (ქვემო ქართლი)

19:00 MFC PALERMO – CSG (01.03.2015)

B GROUP

15:00 ბაქსვუდი 2 – მეგაკო

16:00 VIVUS.GE – საქართველოს ფოსტა

17:00 გენერალი (კასპი) – პალიტრა მედია

18:00 მედიქლაბჯორჯია – ჯო ენი

19:00 კარფური – გუჯარი (მცხეთა)

სუპერლიგაში მეორე წრე X ტურის შეხვედრებით განახლდება. სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ამ ტურში ისვენებს.

01.03.2015. სუპერლიგა.  X ტური

15:00 PSP – UG

16:00 დინამო (ბთ) – პროგრეს ბანკი

17:00 FC TTC – მფკ ნატახტარი

18:00 DHL GEORGIA – ს.კ ჯვაროსნები

X ტურის ოთხი შეხვედრა ჩატარდება ვერცხლის ლიგაში, სადაც წრიული ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და შესაბამისად საუკეთესო რვაგუნდში მოსახვედრად ყველა ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

01.03.2015. ვერცხლის ლიგა.  X ტური

11:00 კოლიერსი – ვითიბი ბანკი 2

12:00 საქართველოს ბანკი 2 – ივერიაბეთი

13:00 ტატიშვილი – ბაქსვუდი

14:00 საქრუსენერგო – სნიკერსი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: უგოლო და საუკეთესო „საბანკო დერბი“

22 თებერვალს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ოქროსა და ვერცხლის ლიგის კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც გლდანში მდებარე ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

ოქროს ლიგის წრიული ეტაპის დასრულებმადე სულ ცოტა დრო რჩება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4 ფინალში. გუშინ გაართულმა მერვე ტურმა ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა.

გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ნატახტარი, ტრადიციულ მეტოქეს, ერისთავს დაუპირისპირდა და 4-2 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა პრივატბანკმა ევროპაბეთთან. რაც შეეხება საქართველოს ბანკისა და ბორჯომის დაპირისპირებას, როგორც მოსალოდნელი იყო „ბანკირებმა“  შეძლეს მეტოქის დამარცხება, 4-1.

ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში 15 ქულით კვლავ ნატახტარი  მოექცა, მასზე ერთი თამაშით და ორი ქულით ნაკლები აქვს GM ჭიათურას. რაც შეეხება მომდევნო ადგილებს, 9-9 ქულა ერთბაშად ოთხ გუნდს აქვს, საიდანაც უკეთესი ბურთების სხვაობით 3-4 ადგილებს ვითიბი და ევროპაბეთი იკავებენ.

22.02.2015.ოქროს ლიგა. VIII ტური

ნატახტარი – ერისთავი 4-2

გოლები: გოგოხია (2), კაპანაძე, ჯაფარიძე – კუჭავა, ფირცხალავა

ევროპაბეთი – პრივატ ბანკი 2-4

გოლები: ღვინიაშვილი, პაქსაშვილი – მაზანიშვილი(2), გოგოლაძე (2)

ბორჯომი – საქართველოს ბანკი 1-4

გოლები: იოსავა, აბლო, ჯოხაძე, ხუციშვილი – გაგუა

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 10, ირაკლი ფირანიშვილი (პრივატბანკი) – 8, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) – 7

IX ტურის დარჩენილი თამაშები გაიმართა ვერცხლის ლიგაში. როგორც მოსალოდნელი იყო GWP-ის არ გაჭირვებია ივერიაბეთის დამარცხება, 10-2. გაიმარჯვა კიდევ ერთმა ფავორიტმა, სნიკერსმა, რომელმაც ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს სძლია 4-1. რაც შეეხება ტურის და მთლიანად სათამაშო დღის საუკეთესო დაპირისპირებას, „საბანკო დერბი“ უნდა გამოვყოთ, ბანკი რესპუბლიკისა და ვითიბი 2-ის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უგოლოდ, ფრედ 0-0 დასრულდა, დარბაზში მყოფმა გულშემატკივარმა უაღრესად დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იხილა, სადაც გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს თანაბრად ხელეწიფებოდა.

22.02.2015. ვერცხლის ლიგა. IX ტური

ივერიაბეთი – GWP 2-10

გოლები:ხარატიშვილი, სუხიტაშვილი – აფციაური(3), თარაშვილი, თურმანიძე(4), ლობჟანიძე, გარსევანიშვილი

ბანკი რესპუბლიკა – ვითიბი ბანკი 2 0-0

სნიკერსი – ტატიშვილი 4-1

გოლები: ბ.მენთესაშვილი (3), აღდგომელაშვილი – როჭიკაშვილი

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 21, გიორგი აფციაური (GWP) – 20, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) – 19

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: ოქრო-ვერცხლის ტური

კვირას, 22 თებერვალს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ტრადიციული სათამაშო დღე გაიმართება, რომელსაც ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

ოქროს ლიგაში VIII ტურის შეხვედრები ჩატარდება. განსაკუთრებულ ინტერესს ტრადიცული მეტოქეების, ნატახარისა და ერისთავის გუნდების დაპირისპირება იწვევს. საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი ევროპაბეთსა და პრივატ ბანკს შორის.

22.02.2015 .ოქროს ლიგა. VIII ტური

14:00 ნატახტარი – ერისთავი

16:00 ევროპაბეთი – პრივატ ბანკი

17:00 ბორჯომი – საქართველოს ბანკი

ვერცხლის ლიგაში  IX ტური დასრულდება. საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი ბანკ რესპუბლიკისა და ვითიბი ბანკის საბანკო დერბიში. კიდევ ორ შეხვედრაში, გათამაშების ფავორიტი „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდი, აუტსაიდერ ივერიაბეთს დაუპირისპირდება, ხოლო სნიკერსი ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

22.02.2015. ვერცხლის ლიგა. IX ტური

12:00 ივერიაბეთი – GWP

13:00 ბანკი რესპუბლიკა – ვითიბი ბანკი 2

15:00 სნიკერსი – ტატიშვილი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგაში პირველი წრე დასრულდა

15 თებერვალს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ კალენდარულ ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. პირველი წრის დასკვნითი ტურის დაპირისპირებები გამართეს სუპერლიგის გუნდებმა, ვერცხლის ლიგაში კი IX ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

სუპერლიგას კვლავ ერთიპიროვნული ლიდერი ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ერთადერთია მიმდინარე გათამაშებაში რომელსაც წაგება არ აქვს. „ძალოვნები“ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ვარსკვლავურ“ პროგრეს ბანკს დაუპირისპირდნენ და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. „ბანკირები“ ვერც ალექსანდრე იაშვილის ჰეთ თრიკმა და ვერც კახი კალაძის გოლმა იხსნა. საბოლოოდ  8-4 შსს-ს სასარგებლოდ.

საინტერესო და დაძაბული გამოდგა მფკ ნატახტარისა და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირება. მიუხედავად ორივე გუნდის მიერ შექმნილი საგოლე მომენტისა, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. უდაოდ გამოსარჩევია ბათუმელთა ფეხბურთელის ნიკა თურმანიძის გამათანაბრებელი გოლი, რომელიც დღის საუკეთესო გოლის წოდების უმთავრესი პრეტენდენტია.

დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც აუტსაიდერი DHLდაამარცხა 5-1 და საპლეიოფო ოთხეულს მიუახლოვდა.

დაძაბაბული, დრამატული და დინამიური გამოდგა ტურის ბოლო შეხვედრა, ს.კ ჯვაროსნებსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს შორის. „ტრანსპორტელები“  მატჩის განმავლბაში დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდნენ – ჯერ 2-0, შემდეგ 3-1, თუმცა მეტოქემ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.

ამრიგად პირველი წრის შემდეგ 22 ქულით შსს ერთპიროვნულად ლიდერობს, მას ხუთი ქულით ჩამორჩება ს.კ პსპ, მესამე-მეოთხე ადგილებს კი 14-14 ქულით მფკ ნატახტარი და პროგრეს ბანკი იყოფენ. საქართველოს უნივერსტეტი 10 ქულით მეხუთე საფეხურზე იმყოფება. მეორე წრე ზუსტად ორ კვირაში განახლდება, რომლის დასრულების შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა ის ოთხი გუნდი რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეიოფში განაგრძობს.

კახი კალაძე_6953 Progress Bank - MIA_868424 Progress Bank - MIA_705 Progress Bank - MIA_6986 Progress Bank - MIA_9946 Progress Bank - MIA_69692 კახი კალაძე_6923424

15.02.2015. სუპერლიგა. IX ტური

მფკ ნატახტარი – დინამო (ბთ) 1-1

გოლები: მაჭავარიანი – ნ. თურმანიძე

პროგრეს ბანკი – შსს 4-8

გოლები: იაშვილი (3), კალაძე – ინჯგია (4), კაკაშვილი (2), კვიციანი, უშარაული

საქართველოს უნივერსიტეტი – DHL 5-1

გოლები: მელანიშვილი (2), დავითაშვილი, ლაზიშვილი, ჭოხონელიძე – დვალი

ს.კ ჯვაროსნები – FC TTC 4-3

გოლები: დაჩანიძე, ჯინჭველაშვილი, ძაგანია (2) – დარსაველიძე, კობახიძე (2)

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი), რევაზ ინჯგია (შსს) – 14, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 11

ტრადიციულად უხვგოლიანი გამოდგა ვერცხლის ლიგის თამაშები. კვლავ წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას ჩემპიონატის ლიდერი საქართველოს ბანკი 2, რომელიც კიდევ ერთ ფავორიტს, ბი პი ჯორჯიას დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.

სამი ქულა მოიპოვა ბაქსვუდმა, რომელმაც რუსთავი 2-ს სძლია 8-2.

19 გოლი გავიდა პროკრედიტ ბანკისა და საქრუსენერგოს დაპირისპირებაში. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა, ენერგეტიკოსების გამარჯვებით, 10-9 დასრულდა.

15.02. 2015.  ვერცხლის ლიგა. IX ტური

კრედო – კოლიერსი 3-0 (ტექ.მ)

BP GEORGIA – საქართველოს ბანკი 2 1-3

გოლები: ხმალაძე – ჯოხაძე (3)

ბაქსვუდი – რუსთავი 2 8-2

გოლები: ასათიანი (3), უგრეხელიძე (2), ცუცქირიძე (2), ხარშილაძე – ამიროვი (2)

პროკრედიტ ბანკი – საქრუსენერგო 9-10

გოლები: თარხნიშვილი, სნიმშჩიკოვი (2), ჟღენტი (4), თოდუა (2) – მუჯირი (6), მიქაუტაძე, ანდღულაძე (3)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: სეზონი ოქროს ლიგაშიც განახლდა

8 თებერვალს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. ოქროს ლიგაში სეზონი VII ტურის დაპირისპირებებით განხლდა, ხოლო ვერცხლის ლიგაში წინა კვირას დაწყებული VIII ტური დასრულდა.

ოქროს ლიგის სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი ყავს. ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის გუნდმა აუტსაიდერი ბორჯომი დაამარცხა 3-1 და 13 ქულით ცხრილის პირველ საფეხურზე გადაინაცვლა. მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება მოახერხა საქართველოს ბანკმა, რომელმაც ერისთავს 4-1 სძლია. ტურის ცენტრალური შეხვედრა ვითიბი ბანკსა და ევროპაბეთს შორის გაიმართა, რომელიც უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ „ბუკმეიკერების“  გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. ამრიგად პირველ ადგილზე მყოფ ჭიათურელებს ერთი ქულით ჩამორჩება ნატახტარი, ხოლო 3-4 ადგილებს 9-9 ქულით ვითიბი და ევროპაბეთი იყოფენ.

08.02.2015. ოქროს ლიგა. VII ტური

ბორჯომი – GM ჭიათურა 1-3

გოლი: ჩაჩიბაია – გოგიბერაშვილი, კიკვიძე (2)

საქართველოს ბანკი – ერისთავი  4-1

გოლები: გვალია, ჯოხაძე (2), გოგიტიძე – კვანტალიანი

ვითიბი ბანკი – ევროპაბეთი 1-2

გოლები: ბუსხრიკიძე – მამარდაშვილი (7მ), ლუკავა

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 10, ირაკლი ფირანიშვილი (პრივატ ბანკი) – 8

ვერცხლის ლიგის VIII ტურის დასკვნითი ნაწილი განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა. გოლების სიჭარბე ძირითადად ორ შეხვედრაში დაფიქსირდა. სნიკერსმა 13-2 მოუგო რუსთავი 2-ს, ხოლო ბანკი რესპუბლიკის გუნდმა, სარეკორდო სხვაობით, 16-0 (!!!) „აჯობა“ კოლიერსს. შედარებით „მოკრძალებული“ გამარჯვება მოიპოვა ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა, რომელმაც 6-2 სძლია პროკრედიტ ბანკს. ამ სამი შეხვედრისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა ორი ფავორიტის, ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერისა და ბი პი ჯორჯიას დაპირისპირება. მიუხედავად ცუდი სტარტისა, „მენავთობეებმა“ მაინც მოახერხეს მატჩის სათავისოდ დასრულება და 2-1 დაამარცხეს მეტოქე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი კიპერის, ნიკა ბუდაღაშვილის და შემტევის, უჩა ხმალაძის თამაში.

ამრიგად 8 ტურის შემდეგ ვერცხლის ლიგაში 19 ქულით საქართველოს ბანკი -2 ლიდერობს, მას თითო-თითო ქულით ჩამორჩებიან სნიკერსი და BP GEORGIA, ხოლო კიდევ ერთი ფავორიტი GWP, 16 ქულით მეოთხეა.

08.02. 2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური

რუსთავი 2 – სნიკერსი  2-13

გოლები: ზამბახიძე, ამიროვი – მ. მენთესაშვილი (2), მგალობლიშვილი (4), ხარტონიშვილი (4), ბერიძე, ბ.მენთესაშვილი (2)

კოლიერსი – ბანკი რესპუბლიკა 0-16

გოლები: ხანდოლიშვილი (3), დიასამიძე (2), ბერულავა, სეფერთელაძე, გვასალია (3), ზერეკიძე (5), თეთრაძე

GWP – BP GEORGIA 1-2

გოლები: აფციაური (7მ) – ხმალაძე (2)

ტატიშვილი – პროკრედიტ ბანკი 6-2

გოლები: პირველი (3), ცაგარელი, კურცხალია, როჭიკაშვილი – სმინშჩიკოვი, ჩაუჩიძე

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 18, ლევან ჩიხრაძე (კრედო), გიორგი აფციაური (GWP) – 17, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი), დავით ზერეკიძე (ბანკი რესპუბლიკა) – 16

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: სეზონი ოქროს ლიგაშიც განახლდება

8 თებერვალს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. ოქროს ლიგაში სეზონი VII ტურის მატჩებით განახლდება, ვერცხლის ლიგაში კი წინა კვირას დაწყებული VIII ტურის დარჩენილი ოთხი დაპირისპირება გაიმართება.

ოქროს ლიგაში გამოსარჩევია ვითიბი ბანკისა და ევროპაბეთის დაპირისპირება. ასევე საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი ერისთავსა და საქართველოს ბანკს შორის. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი GM ჭიათურა, აუტსაიდერ ბორჯომს დაუპირისპირდება.
08.02.2015 . ოქროს ლიგა. VII ტური
14:00 ბორჯომი – GM ჭიათურა
16:00 საქართველოს ბანკი – ერისთავი
18:00 ვითიბი ბანკი – ევროპაბეთი

GOLD 14.12.14

ვერცხლის ლიგის მერვე ტურის და ზოგადად სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ და „ბი პი ჯორჯიას“ გუნდებს შორის შედგება. გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი სნიკერსი რუსთავი 2-თან ითამაშებს, ბანკი რესპუბლიკა კოლიერსს დაუპირისპირდება, ხოლო ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი პროკრედიტ ბანკთან გაარკვევს ურთიერთობას.
08.02. 2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური
12:00 რუსთავი 2 – სნიკერსი
13:00 კოლიერსი – ბანკი რესპუბლიკა
15:00 GWP – BP GEORGIA
17:00 ტატიშვილი – პროკრედიტ ბანკი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: ლიგა კალენდარული მატჩებით განახლდება

დაძაბული სათასო ბატალიების შემდეგ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა კალენდარული ტურის მატჩებით განახლდება. 1 თებერვალს,  VIII ტურის შეხვედრებს სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ. მატჩებს ტრადიციულად გლდანში მდებარე ჯ, ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

სუპერლიგაში ცენტრალურ შეხვედრად, ორი ფავორიტის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მფკ ნატახტარის დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ. „ძალოვანები“ დღემდე დაუმარცხებლად ლიდერობენ გათამაშებას – 6 მატჩი, 5 მოგება და ერთი ფრე, ასეთია მათი მონაგარი. რაც შეეხება მათ მეტოქეს, შარშანდელი ჩემპიონი სამი ქულით ჩამორჩება ლიდერს და ამჟამად მეოთხე პოზიციას იკავებს.

სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია ოთხეულისთვის მებრძოლი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდისა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირება. ბათუმის „დინამო“ ოთხეულის კიდევ ერთ „პრეტენდენტთან“ ს.კ ჯვაროსნებთან ეცდება პირველი სამი ქულის მოპოვებას. კიდევ ერთი აუტსაიდერი DHL ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ ს.კ პსპ-სთან ცდის ძალებს.

01.02.2015. სუპერლიგა . VIII ტური

12:00 FC TTC – საქართველოს უნივერსიტეტი

14:00 შსს – მფკ ნატახტარი

15:00 დინამო (ბთ) – ს.კ ჯვაროსნები

17:00 DHL – FC PSP

Cxrili SUPER_18.01.2015

VIII ტურის სამი მატჩი გაიმართება ვერცხლის ლიგაში. ვითიბი 2ბაქსვუდთან გაარკვევს ურთიერთობას. თასის 1/4 ფინალისტი საქრუსენერგოივერიაბეთს დაუპირისპირდება, ხოლო გათამაშების ლიდერი საქართველოს ბანკის მეორე გუნდიკრედოს შეხვდება. ტურის დარჩენილი შეხვედრები კი მომდევნო კვირას, 8 თებერვალს გაიმართება.

01.02.2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური

13:00 ვითიბი ბანკი 2 – ბაქსვუდი

16:00 საქრუსენერგო – ივერიაბეთი

18:00 საქართველოს ბანკი 2 – კრედო

Cxrili _SILVER-18.01.2015

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: თასის 1/4 ფინალისტები უკომპრომისო ბრძოლებში გამოვლინდნენ

…. რვა 1/8 ფინალური დაპირისპირება, ოთხი ოვერტაიმი და სამი 7 მეტრიანი დარტყმების სერია… სწორედ ასე წარიმართა კვირას, 25 იანვარს ჯ.ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიაში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების პირველი რაუნდი და სათამაშო დღეც  შესაბამისად დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ოქროს და ვერცხლის ლიგის საუკეთესო 16 გუნდმა დარბაზში მოსულ გულშემატკივარს უკომპრომისო ბრძოლა და არაჩვეულებრივი სანახაობა შესთავაზა.

პირველივე დაპირისპირება სენსაციით დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ნატახატარი, თასზე ასპარეზობას გამოეთიშა. მათი მეტოქე პრივატ ბანკი იყო. მიუხედავად უპირატესობისა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 3-3 დასრულდა. თითო-თითო გოლი გაცვალეს გუნდებმა დამატებით 5 წუთიან ტაიმში და საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად 7 მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც ნატახტარს არაერთხელ შეეძლო წარმატების მოპოვება, თუმცა საბოლოოდ მათივე ფეხბურთელების უნიათობით და  „ბანკირების“ კიპერის თავდადებული თამაშით, მოდევნო ეტაპზე პრივატ ბანკი იასპარეზებს.

მორიგ 1/8 ფინალურ შეხვედრაში კიდევ ერთი სენსაცია იყო ახლოს. ევროპაბეთი, ერთი შეხედვით  უიმედო აუტსაიდერს, ბორჯომს დაუპირისპირდა და უაღრესად დიდ წინააღმდეგობასაც წააწყდა. „ბუკმეიკერებმა“  მეორე ნახევარში მოახერხეს ორი ბურთით დაწინაურება, თუმცა მათი მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს უპირატესობა გააბათილეს და მატჩის ბოლო წამებზე რეალური საგოლე შანსიც გაუშვეს ხელიდან. საბოლოოდ დამატებით დროში „ბორჯომის“ ფეხბურთელების დაღლილობამ იჩინა თავი, რისთვისაც მეტოქემ ორი უპასუხო გოლით „დასაჯა“ და საბოლოდ 4-2ევროპაბეთი 1/4 ფინალშია.

ევროპაბეთი - ბორჯომი_9746905465 ევროპაბეთი - ბორჯომი_8709856 ევროპაბეთი - ბორჯომი_0877567 ევროპაბეთი - ბორჯომი_07957567

მომდევნო ორი დაპირისპირება შედარებით „ხანმოკლე“ გამოდგა. ვერცხლის ლიგის ფავორიტმა, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ გუნდმა, ოქროს ლიგელ „კოლეგას“, GM-ჭიიათურას4-2 სძლია. რაც შეეხება კიდევ ერთ ოქრო-ვერცხლის გარჩევას, აქ უკვე ერისთავმა სტატუსი გაამართლა და 7-2 გაანადგურა სნიკერსი.

7 მეტრიანების დანიშვნა გახდა საჭირო ბი პი ჯორჯიასაბანკი რესპუბლიკის გუნდებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო, ფრედ 1-1 დასრულდა. „საფეხბურთო ლატარეაში“ კი უფრო „მენავთობეებს“ გაუმართლათ და მომდევნო ეტაპის საგზურიც მათ დარჩათ.

1/4 ფინალში ითამაშებს საქრუსენერგოც, რომელმაც პროკრედიტ ბანკი დაამარცხა 3-2.

რაც შეეხება „საბანკო დერბის“, ვითიბი ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის, აქ გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა 1-5.  ამ შეხვედრას საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი ახლდა თან – საქართველოს ბანკის ფეხბურთელმა, გიორგი ჯგერენაიამ ერთ-ერთ ეპიზოდში საკმაოდ მძიმე ტრამვა მიიღო რის გამოც მატჩის დიდი ხნით შეჩერება გახდა საჭირო. რაც შეეხება თავად ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი სასწრაფოთი იქნა გადაყვანილი და  საჭირო მკურნალობის პროცედურაც ჩაუტარდა.

საპლეიოფო დღე კვლავ დამატებითმა დრომ და 7 მეტრიანების სერიამ დაასრულა. კრედოსა და ტატიშვილის დაპირისპირებაში, ძირითად დროში დაფიქსირებული ანგარიში, 2-2 არც 5 წუთიან ტაიმში შეცვლილა, 7 მეტრიანები კი უკეთ „მედიკოსებმა“ შეასრულეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

25.01.2015. თასი. 1/8 ფინალი

ნატახტარი – პრივატ ბანკი  3-3 დ.დ 4-4, პენ. 6-7

გოლები: სეფერთელაძე (2), ბაირამოვი (1), აფაქიძე (1) (დ.დ) – მაზანიშვილი (1), სომხიშვილი (2), ფირანიშვილი (1) (დ.დ)

ევროპაბეთი – ბორჯომი 2-2 დ.დ 4-2

გოლები: კოპალიანი (1), ღვინიაშვილი (1), კოპალიანი (1) (დ.დ), ლუკავა (1) (დ.დ) – კვანტრიშვილი (1), ჩაჩიბაია (1)

GWP – GM ჭიათურა 4-2

გოლები: აფციაური (2), ხიდეშელი (2) – შუბითიძე (1), კირკიტაძე (1),

სნიკერსი – ერისთავი 2-7

გოლები: ბერიძე (1), ხარტონიშვილი (1) – ჯინჭველაშვილი (3), კვანტალიანი (1), მდივანი (1), კუჭავა (1), ფირცხალავა (1)

BP GEORGIA – ბანკი რესპუბლიკა 1-1 დ.დ 1-1. პენ. 8-7

გოლები: გაბლაია (1) – სეფერთელაძე (1)

პროკრედიტ ბანკი – საქრუსენერგო  2-3

გოლები: თურმანიძე (2) – ანდღულაძე (1), მაღლაკელიძე (1), ძაგნიძე (1)

ვითიბი ბანკი – საქართველოს ბანკი 1-5

გოლები: სულაძე (1) – ფარაჯანიშვილი (1), სერჟ აბლო (1), ჯოხაძე (2), ხუციშვილი (1)

ტატიშვილი – კრედო 2-2 დ.დ 2-2 პენ. 3-0

გოლები: პირველი (2) – თოლორდავა (1), ცერცვაძე (1)

1/4 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან:

ევროპაბეთი – საქრუსენერგო

ერისთავი – GWP

პრივატ ბანკი – BP GEORGIA

საქართველოს ბანკი – ტატიშვილი

მატჩები მარტში გაიმართება. მომდევნო კვირიდან კი კალენდარული ტურის შეხვედრები განახლდება

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: 25 იანვარს თასის 1/8 ფინალები გაიმართება

25 იანვარს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშება აიღებს სტარტს. თასზე ოქროს ლიგის რვა გუნდი და ვერცხლის  ლიგაში 7 ტურის შემდეგ საუკეთესო რვა გუნდი ითამაშებს. 21 იანვარს სასტუმრო ჰოლიდეი ინში გამართულ წილისყრაზე გაირკვა ის წყვილები, რომლებიც ერთმანეთთან 1/8 ფინალში ითამაშებენ.

ორ 1/8 ფინალში ერთმანეთის პირისპირ სხვადასხვა ლიგის გუნდები წარსდგებიან. ოქროს ლიგის ერთ-ერთ ფავორიტი, GM ჭიათურა, ვერცხლის ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს GWP-ის დაუპირისპირდება. საინტერესო “ოქრო-ვერცხლის” დუელია ასევე მოსალოდნელი ერისთავსა და სნიკერსს შორის. სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია საბანკო დერბი, რომელშიც ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები, საქართველოს ბანკი და ვითიბი ბანკი დაუპირისპირდებიან.

32

სათასო პლეიოფი ერთ რაუნდიანი, შესაბამისად 1/4 ფინალისტთა ვინაობა კვირასვე გაირკვევა.

25.01.2015. თასი. 1/8 ფინალი

12:00 ნატახტარი – პრივატ ბანკი

13:00 ევროპაბეთი – ბორჯომი

14:00 GWP – GM ჭიათურა

15:00 სნიკერსი – ერისთავი

16:00 BP GEORGIA – ბანკი რესპუბლიკა

17:00 პროკრედიტ ბანკი – საქრუსენერგო

18:00 ვითიბი ბანკი – საქართველოს ბანკი

19:00 ტატიშვილი – კრედო