“საუთჰემპტონს” ზამთარში სამი თავდამსხმელი დატოვებს

“საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები მზად არიან, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის სამ თავდამსხმელს: მანოლო გაბიადინის, ჩარლი ოსტინსა და შეინ ლონგს გამოემშვიდობონ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “წმინდანები” უკმაყოფილონი არიან გუნდის შეტევითი ხაზის მუშაობით და ზამთარშივე გეგმავენ ძირეული ცვლილებების განხორციელებას.

საქმე ისაა, რომ ზაფხულში 15 მილიონ ევროდ ნაყიდმა გაბიადინიმ მხოლოდ ერთხელ შეძლო მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენა, 12-მილიონად ნაყიდ შეინ ლონგს კი თებერვლის შემდეგ არ გაუტანია. რაც შეეხება ოსტინს, მის ანგარიშზეც ერთი გატანილი გოლია.

ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ “საუთჰემპტონი” ვირჯილ ვან დეიკის გაყიდვასაც აპირებს და შემოსული თანხით ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებას გეგმავს.

„საუთჰემპტონმა“ ჩარლი ოსტინი იყიდა

„ქუინს პარკ რეინჯერესის“ თავდამსხმელი ჩარლი ოსტინი კარიერას „საუთჰემპტონში“ გააგრძელებს.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, მხარეებმა ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს.

„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, „საუთჰემპტონს“ ეს ტრანსფერო ოთხი მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ბილიჩს “ვესტ ჰემში” ოსტინი სურს

“ვესტ ჰემის” ახალ მწვრთნელს, ჩარლი ოსტინს თავდასხმის გაძლიერება ჩარლი ოსტინით სურს.

პრემიერ ლიგის დასრულებულ გათამაშებაში 25 წლის შემტევმა 18 გოლის გატანა შეძლო.

როგორც იცით, მისი ქპრ პემიერ ლიგას დაემშვიდობა, თუმცა თავად ოსტინს ჩემპიონშიპში თამაშის ძალიან მცირე შანსი აქვს. “ვესტ ჰემის” გარდა მის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს.

 

“ნიუკასლი” ოსტინით დაინტერესდა

ქპრ-ს ფორვარდი ჩარლი ოსტინი “ნიუკასლის” მთავარი სატრანსფერო მიზანი იქნება.

Newcastle Chronicle-ს ცნობით, მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივ მაკლარენის დანიშვნის შემდეგ კლუბი ლონდონელებს ოსტინის ტაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

თუმცა, “ნიუკასლს” კონკურენციას “საუთჰემპტონი” გაუწევს, რომელსაც ასევე სურს ჩარლის გადაბირება.

გასულ სეზონში ოსტინმა 35 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა. .

საინტერესო დისკუსია: ალან შირერი თუ ტიერი ანრი? (ვიდეო)

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ თავდამსხმელმა ჩარლი ოსტინმა გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელთან ლეს ფერდინანდთან საინტერესო თემაზე ისაუბრა.

კერძოდ, საუბრის თემას ალან შირერისა და ტიერი ანრის შედარება იყო.

საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ოსტინი ფერდინანდს დაეთანხმა, რომელიც თვლის, რომ „ნიუკასლის“ ლეგენდა „არსენალის“ ლეგენდაზე უფრო პროდუქტიული ფეხბურთელი იყო.

ცნობისთვის, ლეს ფერდინანდი ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელთა შორის მერვე ადგილს იკავებს.