აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ 2016 წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა.
ამ წოდების მოსაპოვებლად ერთმანეთს შემდეგი ფეხბურთელები შეეცილებიან: რიად მაჰრეზი (“ლესტერ სიტი”, ალჟირი), სადიო მანე (“ლივერპული”, სენეგალი) და პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”, გაბონი).
მანამდე პრეტენდენტთა შორის მოჰამედ სალაჰი და ისლამ სლიმანიც იყვნენ, თუმცა მოგვიანებით სია სამ მოთამაშემდე შემცირდა.
აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2017 წლის 5 იანვარს დასახელდება.