“ბარსელონა” ტობი ალდერვეირელდის ტრანსფერზე მუშაობს

ტობი ალდერვეირელდი ლონდონის “ტოტენჰემთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ამავდროულად ბელგიელი მცველის გარშემო არსებულ ვითარებას კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები აკვირდებიან.

მართალია, ბელგიელ ფეხბურთელსა და “სპურსს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2020 წლამდე არ ეწურება, მაგრამ აღნიშნულ ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის საშუალებითაც უცხოურ კლუბებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ფუნტად შეუძლიათ.

The Telegraph-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” გადასვლის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. ტობი ხელფასის სახით 180 000 ფუნტს ითხოვს კვირაში.

ალდერვეირელდი “ტოტენჰემს” ტოვებს, მას “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” აკვირდება

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, ლონდონის “ტოტენჰემის” ბელგიელი მცველი, ტობი ალდერვეირელდი ლონდონში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და უახლოეს მომავალში კლუბის დატოვებას გეგმავს.

ბრიტანული პრესის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს კლუბის ხელმძღვანელებთანაც საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს. ამავდროულად მას “რეალის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” ხელმძღვანელები აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ტობიმ “არსენალთან” გამართული მატჩი (1:0) გაურკვეველი მიზეზების გამო გამოტოვა და არც ტურინში გაფრენილა “იუვენტუსთან” სათამაშოდ.

ალდერვეირელდსა და “სპურსს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება. 2018/19 წლების სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

“ატლეტიკო” “ჩელსის” მცველების გაცვლას სთავაზობს

მადრიდის “ატლეტიკოს” ტობი ალდერვეირელდის ფილიპე ლუისზე გაცვლა სურს. აღნიშნული იდეით მადრიდელები “ჩელსის” ხელმძღვანელობას რამდენიმე კვირსი წი დაუკავშირდნენ, თუმცა ლონდონელებისთვის 26 წლის ალდერვეირელდი პრიორიტეტული შენაძენი არ არის.

გასული სეზონი ბილგიელმა ფეხბურთელმა იჯარის წესით “საუთჰემპტონში” გაატარა და 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“ჩელსი” მზად არისნ ფილიპე ლუისს შეელიოს, თუმცა სანაცვლოდ მირანდას მიღება სურს, რაც თავად ბრაზილიელ მცველს არ სურს, რომელსაც კარიერის გაგრძელება მილანის “ინტერში” ურჩევნია.

ალდერვეირელდი: “ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ”

“ატლეტიკოს” მცველი, რომელიც “საუთჰემპტონში” იჯარით თამაშობს, არ აინტერესებს, სად დაიწყებს მომავალს სეზონს.

“კარგი სეზონია,”-განაცხადა ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა.

“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ხასიათი და არ მივაქციოთ ყურადღება სხვა გუნდებს. დარჩენილია ექვსი თამაში, ამიტომ მნიშვნელოვანი დაპირისპირებებისთვის მზად უნდა ვიყოთ”.

პრესის თქმით, “ატლეტიკო” შეიძლება, არ დათანხმდეს “წმინდანების” წინადადებას, რომელიც ფეხბურთელის გამოსყიდვას უკავშირდება.

მოთამაშე ცდილობს, მედიაში გავრცელებულ ჭორებს იგნორი გაუკეთოს.

“ეს ინფორმაცია მედიაში მოვისმინე და არა, “ატლეტიკოსგან”. არ მაინტერესებს, რას წერენ გაზეთები. ამჟამად მხოლოდ “საუთჰემპტონზე” ვარ ფოკუსირებული და ვეცდები, გუნდს ევროსარბეილზე გასვლაში დავეხმარო,”-შეაჯამა ტობიმ.

მიმდინარე სეზონში, ალდერვეირელდმა პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

ალდერვეირელდი: “ვერტონგენთან ერთად, ერთ გუნდში თამაში მსურს”

“საუთჰემპტონის” მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა გუნდის ხელმძღვანელობა მიანიშნა, რომ “ტოტენჰემში” თამაში სურს.

“ძალიან კარგი იქნება იან ვერტონგენთან ერთად თამაში. “ატლეტიკო” მე არ გამიშვებს, ხოლო მისი “ტოტენჰემიდან” მადრიდში გადაბარგება გამახარებს,”-განაცხადა ტობიმ HLN-სთან ინტერვიუში.

“ტრანსფერი უნდა იყოს გათვლილი მომავალზე და არა, ახლა. ჩემს მომავალს “ლეიბები” გადაწყვეტენ, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩენა მართლაც სასიამოვნოა”.

მიმდინარე სეზონში ტობი ალდერვეირელდმა პრემიერ ლიგაში “წმინდანების” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

ალდერვეირელდი: “საუთჰემპტონს” “ატლეტიკოს” მსგავსი წარმატების გამეორება შეუძლია”

“საუთჰემპტონის” მცველი ტობი ალდერვეირელდი თვლის, რომ მის გუნდს შეუძლია, ისევე მოახდინოს სასწაული, როგორც ეს გასულ სეზონში მადრიდის “ატლეტიკომ” გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი შარშანდელ სეზონში სწორედ მადრიდული კლუბის ღირსებას იცავდა, რომელმაც პირველად უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

ახლა ალდერვეირელდი “წმინდანების” რიგებში იჯარის წესით თამაშობს და თვლის, რომ “საუთჰემპტონს” “ატლეტიკოს” მსგავსი შედეგის გამეორება შეუძლია.

Atletico

“სეზონის სტარტზე “ატლეტიკოს” შანსს არავინ აძლევდა. 10 ტურის შემდეგაც კი, ხალხი ამბობდა, რომ ქულებს დავკარგავდით. დიეგო სიმეონე გვეუბნებოდა: “მატჩიდან მატჩამდე წინ წავიწიოთ და ბოლოს ვნახავთ, რა გამოგვივა. მეტოქე გუნდებს უკეთესი შემადგენლობები ჰყავთ, უკეთესი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი, თუმცა ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვაქვს – ჩვენ გუნდი ვართ”.

“სწორედ გუნდი უნდა ვიყოთ, რომ მსგავ წარმატებას მივაღწიოთ, – აგრძელებს ალდერვეირელდი. – კი ბატონო, გრაციანო პელე იტანს, დუშან ტადიჩი საგოლე გადაცემებს აკეთებს, თუმცა ჩვენი ძალა ჩვენი გუნდია”.