ფრიმპონგმა და ჟუან ჟეზუსმა თავიანთ თავებს “ოქროს ბურთი” “აჩუქეს”

განის ნაკრებისა და რუსული “უფას” მცველმა ემანუელ ფრიმპონგმა “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია უყურადღებოდ როდი დატოვა. განელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც მთავარი ჯილდოს არა ლიონელ მესის, არამედ სწორედ ფრიმპონგს უჭირავს.

Frimpong

ფრიმპონგს არც მილანის “ინტერის” ბრაზილიელი მცველი ჟუან ჟეზუსი ჩამორჩა, რომელმაც ფოტოს მინაწერიც გაუკეთა: “ყველას დიდ მადლობას გიხდით. “ოქროს ბურთის” მოგება ჩემი ოცნება იყო”.

Juan Jesus

ფრიმპონგმა ჯერარდს დასცინა

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ ფრიმპონგმა, რომელიც დღესდღეობით რუსული “უფას” ღირსებას იცავს, “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდს დასცინა.

22 წლის განელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ჯერარდისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, ანდერსონის ფოტოები გამოაქვეყნა. სურათზე ბრაზილიელს კისერზე ინგლისის პრემიერლიგის სამი მედალი ჰკიდია, ხოლო ინგლისელს – ფოტოშოპის დახმარებით დამზადებული სამკერდე ნიშანი წარწერით: “2014 წლის სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედზე” ზემოთ დავასრულეთ”.

გამოსახულებას ფრიმპონგმა წააწერა: “ისეთმა კაცმა, როგორიც ანდერსონია, ერთზე მეტჯერ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სტივის სურდა”.

ამ საქციელის გამო ფრიმპონგს “ლივერპულის” ფანების რისხვა დაატყდა თავს და მანაც ეს სკანდალური ფოტო წაშალა.

Frimpong mocks