ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი, ედენ აზარი თანამედროვე მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. მას ბევრი უკვე, რამდენიმე წელია, ოქროს ბურთის მოგებას უწინასწარმეტყველებს.
აღნიშნულ საკითხზე თავად სპორტსმენმა ისაუბრა.
“მამაჩემი ყოველთვის მეუბნება, რომ არ ვარ ეგოისტი. შესაძლოა, ეს მართალია. ახლა, თანამედროვე ფეხბურთში ისეთი რამის მოსაგებად, როგორიც, მაგალითად, ოქროს ბურთი, ან ოქროს ბუცია, გჭირდება, იყო, ეგოისტი. მაგრამ, ეს საერთოდ არ ვარ. უბრალოდ ის ვარ, ვინც ვარ და მორჩა,” – ამბობს ბელგიელი.