7 დეკემბერს, უკრაინის ჩემპიონატში, “ვიოლინმა” საკუთარ მოედანზე ხარკოვის “მეტალისტი” მიიღო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 32-ე წუთზე ალექსანდრე კობახიძემ “მეტალისტის” კარი ზუსტი დარტყმით დალაშქრა.
ჭდე: მეტალისტი
წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი უკრაინის ჯარში გაიწვიეს?
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარკოვის „მეტალისტის“ ნახევარმცველმა ედმარმა უკრაინის არმიიდან უწყება მიიღო. წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი 2011 წელს ნატურალიზაციის წესით უკრაინის მოქალაქე გახდა და უკრაინელთა ეროვნულ გუნდში 9 მატჩიც ჩაატარა.
„ძალიან გამიკვირდა, ჯარში გაწვევას არ ველოდი. კლუბის ოფისში მივედი, იქ რაღაც ფურცელი მომცეს, წარადგინე და პრობლემა მოიხსნებაო. არ ვიცი, შესაძლოა ჩემმა რომელიმე თანაგუნდელმაც მიიღო უწყება, ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს.
ჩემი მეუღლე ძალიან შეშინდა, თუმცა დავაწყნარე, ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მუდმივად ვვარჯიშობ, მალე ჩემპიონატიც დაიწყება.
უცებ მართლაც რომ მომიწიოს ჯარში წასვლა, არ ვიცი, რას გავაკეთებ. მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში გამომდის კარგად“, – სხვადასხვა წყაროების ცნობით, ეს სიტყვები თავად ფეხბურთელს ეკუთვნის.
მოგვიანებით „მეტალისტის“ დირექტორმა ალექსეი ტარგონსკიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედმარი უკრაინის ჯარში გაიწვიეს.
„ვესაუბრე ედმარს. მან მითხრა, რომ არავითარი უწყება არ მიუღია. როგორც ჩანს, ვიღაცამ უბრალოდ მოიგონა ეს ამბავი, რომ სასაუბრო თემა ყოფილიყო“, – განაცხადა ტარგონსკიმ.
“ატლეტიკო” “მეტალისტს” 1,5 მილიონს გადაუხდის
მადრიდის “ატლეტიკო” ხარკოვის “მეტალისტს” ხოსე სოსას იჯარაში 1,5 მილიონ ევროს გადაუხდის. იჯარა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინქება გათვლილი, რის შემდეგაც მადრიდულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესობა ექნება 10 მილიონ ევროდ.
2011 წელს “მეტალისტმა” სოსა იტალიური “ნაპოლიდან” 3 მილიონად შეიძინა.
სავარაუდოდ კონტრაქტი მადრიდის “ატლეტიკოსა” და სოსას შორის დღეს გაფორმდება.
სოსა მადრიდის “ატლეტიკოშია”
ხაკოვის “მეტალისტის” კაპიტანი ხოსე ერნესტო სოსა მადრიდში ჩავიდა და რამოდენიმე საათში “ატლეტიკოში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ფეხბურთელის აგენტმა მოლაპარაკება დღეს დაასრულა და სოსაც იჯარის წესით გადავა “ატლეტიკოში”. მადრიდულ კლუბს ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
შეგახსენებთ, რომ სოსას გადაბირება “მალაგას” და “ესტუდიანტესს” სურდათ. ფეხბურთელმა საკუთარი გადაწყვეტილება უკეთეს ლიგაში თამაშის სურვილით ახსნა, რაც არგენტინელი ფეხბურთელის შანსებს გაზრდის 2014 მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.