თბილისის “დინამო” ამხანაგურ შეხვედრაში “ვორსკლასთან” დამარცხდა (ვიდეო)

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

თბილისელები უკრაინის პრემიერლიგის მესამეადგილოსან ვორსკლას დაუპირისპირდნენ. დედაქალაქელებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. პირველ ნახევარში მეათე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გატანილი გოლით დაწინაურდნენ კიდეც და შედეგიანი დარტყმის გარდა არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს ბოჰდან შუსტის კართან. ტაიმის ბოლოს დინამოს კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა და ვიაჩესლავ შარპარმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში კახი კაჭარავამ დემეტრე ბულისკერიას და სინჯებზე მყოფი ტერენტი ლუცევიჩის გარდა მთელი გუნდი შეცვალა და ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. პოლტაველთა გამოცდილ შემადგენლობასთან ჩვენს ახალგაზრდებს გაუჭირდათ და სამი გოლიც გაუშვეს თავიანთ კარში.

მომდევნო და პირველი თურქული შეკრების ბოლო მატჩს დინამო 6 თებერვალს არსენალ ტულასთან გამართავს.

დინამო 1:4 ვორსკლა

გოლი: 1:0 ზივზივაძე 10’  1:1 შარპარი 31’  1:2 ჩესნაკოვი 65’  1:3 კულაკი 69’  1:4 გიორგაძე 81’

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლუცევიჩი, ხარაბაძე, ქარდავა, ივანისენია, შულაია, ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: გაბიტაშვილი, უგრეხელიძე, ბ. ხარშილაძე, ძოწენიძე, გადრანი, კუცია, დარცმელია, პ. კიტეიშვილი, ბაბუნაძე, ნინუა, ერგემლიძე, გ. ხარშილაძე, გაბუნია

ვორსკლა: შუსტი, დალკუ, ჩიჟოვი, პერდუტა, საპაი, კრავჩენკო, შარპარი, კობახიძე, რებენოკი, კოლომოეცი, ვასინი

კანკავა და „დნიპრო“ „ვორსკლას“ დაუზავდნენ

უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ სტუმრად „ვორკსლას“ შეხვდა და ფრედ 1:1 ეთამაშა.

ამ შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ 85-ე წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც ის ვალერი ფედორჩუკმა შეცვალა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ანგარიში 53-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, როდესაც არტიომ ფედეცკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სტუმრებმა ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრეს – წონასწორობა ნიკოლა კალინიჩმა აღადგინა.

ამრიგად, „დნიპრომ“ სამ ტურში 5 ქულა დააგროვა და ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში მირონ მარკევიჩის გუნდი კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში დავით ხოჭოლავას ჩერნომორეცის „ოდესას“ სძლია.

კობახიძე: „გოლის გატანისას ტრაექტორიის გათვლა რთული იყო“

ჯაბა კანკავას „დნიპროსა“ და დავით ხოჭოლავას „ჩერნომორეცის“ მსგავსად, უკრაინის ჩემპიონატი ფრით სანდრო კობახიძის „ვოლინმაც“ დაიწყო, რომელმაც „ვორსკლასთან“ მატჩი 1:1 დაასრულა. ერთადერთი გოლი „ვოლინის“ მხრიდან სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

კობახიძემ „ვოლინის“ ოფიციალურ საიტთან საუბრისას აღნიშნული მატჩი შეაფასა.

„როდესაც გოლს ვიტანდი, ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ასე დარტყმას ვაპირებდი. ასეთი დარტყმა გამოვიდა, ტრაექტორიის გათვლა რთული იყო. ვფიქრობ, რომ გოლში დიდი წვლილი თანაგუნდლეებმაც შეიტანეს. განსაკუთრებით ეს რედვან მემეშევს ეხება. მან ბოლომდე იბრძოლა, ამიტომაც მას მადლობა გადავუხადე.

ამ მატჩისთვის ბევრს ვემზადებოდით, ვიცოდით, რომ მეტოქე შეთამაშებულია და 2-3 სეზონის განმავლობაში თითქმის ერთი შემადგენლობით თამაშობს. ვფიქრობ, დღეს შესაძლებლობების მხოლოდ 50% ვაჩვენეთ. ყველანი ოპტიმალურ ფორმაში უნდა ჩავდგეთ.

პირველ ნახევარში „ვორსკლა“ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეორე ნახევარი უკეთესად ჩავატარეთ. ალბათ, ფრე ლოგიკური შედეგია“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მეორე ტურში „ვოლინი“ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლებს.

სანდრო კობახიძემ “ვორსკლას” გაუტანა (ვიდეო)

18 ივლისს, უკრაინის პრემიერ ლიგის პირველ ტურში, “ვორსკლამ” საკუთარ მოედანზე “ვიოლინი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

“ვიოლინის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი სანდრო კობახიძე, რომელმაც 57-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

“დინამო” უკრაინულ გუნდს შეხვდება

თურქულ შეკრებაზე თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის ბინადარი, პოლტავის “ვორსკლა” იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. შეხვედრა 30 იანვარს შედგება.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისელები პრესტიჟულ “ანტალიის თასზეც” იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქეები “ლიტექსი” (ბულგარეთი), “შტურმი” (ავსტრია), “სტიაუა” (რუმინეთი), “სპარტა” (ჩეხეთი), “გიორ ეტო” (უნგრეთი), “მარიბორი” (სლოვენია) და “პარტიზანი” (სერბეთი) იქნებიან.