პსვ-მ 34 წელიწადში სატიტულო სპონსორი პირველად შეცვალა

34 წელიწადში პირველად „პსვ ეინდჰოვენის“ სატიტულო სპონსორი ცნობილი ტექნიკის ბრენდი „Philips“-ი აღარ იქნება, რომელსაც 2016 წლის 1 ივლისიდან კომპანია „Energiedirect“ შეცვლის. ახალ სატიტულო სპონსორთან კონტრაქტი კლუბმა სამი წელიწადით გააფორმა.

„Energiedirect“-სგან სეზონში პსვ ექვს მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ამ თანხის ბონუსების გაზრდის ალბათობა არსებობს.

პოლიციამ პსვ-ს ორი ფეხბურთელი დააკავა

კვირას დილით ეინდჰოვენის პოლიციამ პსვ-ს მეკარე იოერუნ ზუტი და თავდამსხმელი მაქსიმ ლესტიენი დააკავა.

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ზვოლესთან“ ანგარიშთ 3:2 მოგების შემდეგ ფეხბურთელებმა კლუბის მონახულება გადაწყვიტეს, სადაც უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ლესტიენი პოლიციამ ჩხუბისთვის დააკავა, ზუტი კი თანაგუნდელის დაკავებისას პოლიციისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

აღნიშნული ინფორმაცია პსვ-მ თავის ოფიციალურ საიტზე დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ინდიცენტს კლუბის შიგნით გაარკვევენ.

კოკუ: „ჩემი გუნდით ვამაყობ“

„პსვ ეინდჰოვენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ემოციები ვერ დამალა.

„შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით, ეს განუმეორებელი გრძნობაა! ჩემი გუდნით ძალიან ვამაყობ, რადგან როდესაც 0:1 ვაგებდით, არ დავნებდით და ბრძოლა გავაგრძელეთ“, – ციტირებს კოკუს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელებმა „წითელ ეშმაკებს“ ანგარიშით 2:1 სძლიეს.

“პსვ” სატიტულო სპონსორს 1982 წლის შემდეგ პირველად იცვლის

“პსვ ეინდჰოვენმა”, რომელმაც ვადაზე ადრე გაიფორმა ჰოლანდიის ჩემპიონობა, სატიტულო სპონსორის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სეზონიდან კლუბის ფორმაზე Philips-ი აღარ იქნება მითითებული. “პსვ”-ში სურთ, რომ სხვა ცნობილ კომპანიასთან უფრო მომგებიანი კონტრაქტი გააფორმონ.

შეგახსენებთ, რომ “პსვ ეინდჰოვენის” ფორმაზე კლუბის დამფუძნებელი კომპანიის – Philips-ის წარწერა 1982 წლიდან იყო გამოსახული და ამ დრომდე არ შეეცვალათ. ამასთანავე, “პსვ”-ში აღნიშნავენ, რომ Philips-ი კლუბის მეორე სპონსორად დარჩება.

 

კოკუ: „ვფიქრობ, მემფის დეპაი ზაფხულში სხვა კლუბში გადავა“

„პსვ ეინდჰოვენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ განაცხადა, რომ მისი კლუბი მემფის დეპაის გასაშვებად მზადაა.

„დეპაის გაშვება ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი ფეხბურთელი აღვზარდეთ. ყველას ესმის, რომ მემფისი ახალი ნაბიჯის გადასადგმელად მზადაა. ვფიქრობ, ზაფხულშუ ის პსვ-ს დატოვებს“, – განაცხადა კოკუმ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მემფისის შეძენა ორ მანჩესტერულ კლუბს „იუნაიტედსა“ და „სიტის“ სურს.

პსვ-მ „ახალი იბრაჰიმოვიჩი“ დაიმატა

„პსვ ეინდჰოვენის“ ხელმძღვანელები გუნდის გაძლიერებასა და მომავალზე ფიქრს აგრძელებენ.

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 16 წლის თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა კარიერას სწორედ ჰოლანდიურ კლუბში გააგძელებს. სკამაკა პსვ-ში „რომადან“ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ტალანტს „ახალ იბრაჰიმოვიჩს“ ეძახიან.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2017 წლამდე იმოქმედებს.

Gianluca Scamacca