ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ორი ახალაგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა

მადრიდის “რეალში” ტრავმიანობაა. მარსელო და კარვახალი ისევ ვერ ახერხებენ მწყობრში ჩადგომას. ბრაზილიელი მცველი მოედანზე განცალკევებით ვარჯიშობს. კარვახალი კი, “ვალდებებასის” საწვთნელი ბაზის მინდორზე ჯერ არ ჩანს.

სწორედ ამიტომ, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა.

 

პირველი მათგანი მარცხენა მცველი – აბნერია. 20 წლის ბრაზილიელი ე.წ. “A სიაშია” შეყვანილი. ეს ახალგაზრდა 46-ნომრიან მაისურს მორგებს. რაც შეეხება მეორე სპორტსმენს, ესაა აშრაფ ჰაქიმ მოუჰი (“B სია”). იგი 18 წლის მაროკოელი მარჯვენა მცველია. აშრაფი 32-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

ოფიციალურად: ედეგორი ჰოლანდიაში ითამაშებს

“ჰერენვენის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მადრიდის “რეალის” საკუთრებაში მყოფმა მარტინ ედეგორმა სეზონის ბოლომდე ჰოლანდიური კლუბის ღირსება უნდა დაიცვას.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “რეალის” მაისურით ითამაშა (16 წლის და 157 დღის). თუმცა, მას “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მოუწია.

თავდაპირველად ედეგორს ზინედინ ზიდანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ნორვეგიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში “კასტილიას”, მადრიდის “რეალის” მეორე გუნდს ვერ გასცდა.

რაც შეეხება უშუალოდ ჰოლანდიურ კლუბს, “ჰერენვენი” ამ დროისთვის ერედივიზიონის სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს და 13 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ფეიენოორდს”.

პროგნოზისტთა კონკურსი (“ჰერენვენი” — “ვიტესი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 42-ე საკონკურსო კვირის მესამე მატჩის კითხვები, რომელიც „ჰერენვენსა“ და „ვიტესს“ შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “ჰერენვენი” – “ვიტესი”

► სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის

“ჰერენვენის” ფეხბურთელმა გოლი შესანიშნავი პასის შემდეგ გაიტანა

18 იანვარს, ჰოლანდიის ჩემპიონატში, “უტრეხტსა” და “ჰერენვენს” შორის გამართულ შეხვედრაში, “ჰერენვერის” ფეხბურთელმა გოლი კარგი კომბინაციის შემდეგ გაიტანა.