„ლოკომოტივმა“ „ბორჯომი“ პენალტების სერიაში დაამარცხა

მიხეილ მესმის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დასრულდა საქართველოს პირველი ლიგის პლეიოფის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „ბორჯომი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ შეხვდნენ.

მატჩმა მოლოდინი გაამართლა და მეტად დაძაბული გამოდგა. ანგარიში უკვე მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც გოლი „ლოკომოტივის“ მოთამაშემ გიორგი კიკნაძემ გაიტანა. ბორჯომელებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს, თოთხმეტ4 წუთში გოლი ლევან როსტობაიამ გაიტანა, თუმცა ოთხ წუთში კვლავ კიკნაძის გოლით „ლომომოტიველები“ ისევ დაწინაურნდნენ.

პირველი ტაიმი, თბილისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევრის მეექვსე წუთზე „ბორჯომმა“ გაიტანა – თავი მიხეილ ჩხარტიშვილმა გამოიჩინა. ანგარიში 86-ე წუთამდე არ შეცვლილა, რის შემდეგაც მამია გავაშელიშვილის გოლით „რკინიგზელები“ კვლავ დაწინაურდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დავით კირვალიძის მიერ გატანილი ბურთით მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით ნახევარ საათში ანგარიში არ შეცვლილა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც უკეთესად თბილისელები გამოვიდნენ და ანგარიშით 4:2 მოიგეს – მესამე და მეოთხე პენალტის გატანა „ბორჯომის“ რიგებიდან ბექა მუმლაძემ და ვლადიმერ ჯოჯუამ ვერ შეძლეს.

ამრიგად, რუსთავის „მეტალურგთან“ უმაღლესი ლიგის დარჩენილი ერთი ადგილისთვის შეხვედრაში სწორედ თბილისელები ითამაშებენ.

„ბორჯომი“ – „ლოკომოტივი“ 3:3

გოლები: როსტობაია 29′, ჩხარტიშვილი 51′, კირვალიძე 90′ – კიკნაძე 15′, 33′, გავაშელიშვილი 86′

გაფრთხილებები: ჯოჯუა 36′ – დიასამიძე 72′

პირველ ლიგაში ერთი ტური რჩება

პირველი ლიგაში ბოლოს წინა, 35-ე ტურის მატჩები შედგა. ა ზონის ლიდერმა “საბურთალომ” მორიგი მატჩი მოიგო. ამჯერად თბილისელებმა “სასკოს” მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლიეს. გამარჯვება მოიპოვა “ლოკომოტივმაც”, რომელიც პლეიოფში მოსახევდრად იბრძვის. ამავე ზონაში უკვე გადაწყდა, რომ პირველ ლიგას დატოვებენ სტუ და “ადელი”.

ბ ზონაში კი პლეი ოფის საგზური “ბორჯომმა” თერჯოლაში “საპოვნელას” დამარცხების შედეგ მოიპოვა. ბორჯომელთა ორივე კონკურენტმა, “გაგრამ” და “ბეთლემმა” გასულ ტურში წააგეს და ბოლო ტურისთვის ინტირგაც აღარ დატოვეს.

ა ჯგუფი

ადელი 3-4 ჩხერიმელა
ჭიათურა 1-2 ლაზიკა
სტუ 1-5 სამგურალი
მაჭახელა 0-3 ლოკომოტივი
სასკო 0-1 საბურთალო

ბ ჯგუფი

ხობი 3-1 სქური
მერცხალი 1-0 გაგრა
მეშახტე 2-1 ბეთლემი
საპოვენლა 0-2 ბორჯომი
ალგეთი 3-0 დინამო 2 ტექნიკური შედეგი

ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ჯიბრილ სისეს სტილში აღნიშნა (ვიდეო)

29 აპრილს, საქართველოს პირველ ლიგაში “გაგრამ” “ბორჯომი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი “გაგრას” ფეხბურთელმა გივი ბაქრაძემ გაიტანა, რომელმაც სიხარული ორიგინალურად გამოხატა.

“ბორჯომი” მეორე წრეს ცვლილებებით ხვდება

პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი, საფეხბურთო კლუბო “ბორჯომი”, მეორე ეტაპისთვის იწყებს მზადებას.

გუნდში რამდენიმე ცვლილება მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მთავარი მწვრთნელის პოსტს ეხება. ვოვა ხაჩიძის ნაცვლად ამიერიდან გუნდს კობა თედიაშვილი უთავკაცებს.

ბორჯემელებს ახალწვეულებიც ჰყავთ – კლუბს ლატვიური “სპარტაკიდან” დაბრუნებული მიხეილ როსტიაშვილი შეუერთდა. ასევე “ბორჯომის” ღირსებას დაიცავს გიორგი ლობჟანიძე, რომელიც აქამდე ჯერ “სამტრედიის”, შემდეგ კი “ჭიათურის” ღირსებას იცავდა. სეზონის ბოლომდე ბორჯომელთა რიგებში ითამაშებს გიორგი არახამია, რომელიც “სასკოში” ასპარეზობდა.