კარიკატურა: რა უქნა რაიოლამ ბალოტელის ენას ბევრი საუბრის გამო?

მარიო ბალოტელი ხშირად, მსაჯთან ზედმეტი ლაპარაკის გამო იღებს გაფრთხილებას. ამასთან დაკავშირებით, მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ სჯობს, იტალიელი დადუმდეს და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს.

ომარ მომანი გვთავაზობს კარიკატურას, სადაც რაიოლასა და ბალოტელის ენის ურთიერთობაა გადმოცემული.

 

მინო რაიოლამ ჯანლუიჯი დონარუმას ფასი დაასახელა

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტის ფასი 170 მილიონ ევროს შეადგეს.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის კარის დარაჯი “როსონერის” ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს.

“ის მოდილიანია და 170 მილიონი ევრო ღირს. ჯანლუიჯის დიდი მოამავალი აქვს, ის კარგი ბიჭია და ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა. დონარუმა პატარა ჩემპიონია, რომელიც მალე დიდი ჩემპიონი გახდება”, – უთხრა რაიოლამ Premium Sport-ს.

რაიოლა: “პოგბა ზაფხულამდე არსად მიდის”

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი პოლ პოგბა ზაფხულამდე კლუბს არ გამოიცვლის, ამას ფრანგი მოთამაშის აგენტი მინო რაიოლა ადასტურებს.

“პოგბამ “იუვენტუსთან” კონტრაქტი გაახანგძლივა. ჯერ-ჯერობით ის სხვა გუნდში გადასვლას არ აპირებს, თუმცა ზაფხულში რა მოხდება არავინ იცის. ფეხბურთში დიდი ხანია ვმუშაობ, ამიტომ ვიცი, რომ წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება”, – ამბობს რაიოლა.