“არსენალმა” პაულისტა “ვალენსიას” მიჰყიდა

ლონდონის “არსენალის” მცველი, გაბრიელ პაულისტა ამიერიდან კარიერას ესპანეთის პრიმერადივიზიონში, კერძოდ კი “ვალენსიას” რიგებში გააგრძელებს.

ესპანური კლუბი “ვილიარეალის” ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც “მეთოფეთა” რიგებში 11.3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა, ესეკილ გარაის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს, რომელიც კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს.

გეტყვით იმასაც, რომ 26 წლის გაბრიელ პაულისტამ პრემიერ ლიგის გასული სეზონის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის არც თუ ისე სახარბიელო შედეგია.

“არსენალმა” მცველი დაკარგა

“არსენალმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დამატებული პაულისტა ფეხის ტრავმის გამო რამდენიმე ხნით დაკარგა.

მუხლქვედა მყესის ტრავმის გამო, გაბრიელ პაულისტამ “ქუინს პარკ რეინჯერსთან” მატჩში მოედანი პირველივე ნახევარში დატოვა.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 24 წლის მცველი 2-3 კვირით იუქმებს.

მიმდინარე სეზონში, პაულისტამ პრემიერ ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა.

გაბრიელ პაულისტა “არსენალში” გადავიდა

“ვილიარეალის” მცველი გაბრიელ პაულისტა ლონდონის “არსენალში” გადავიდა. მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

24 წლის ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ოცივე მატჩი მიიღო მონაწილეობა.

ხელშეკრულების თანახმად, “ვილიარეალში” იჯარის წესით ითამაშებს “მეთოფეთა” თავდამსხმელი იოელ კემპბელი.

 

გაბრიელი “არსენალში” გადადის

ლონდონის “არსენალმა” “ვილიარეალის” ცენტრალურ მცველ გაბრიელ პაულისტას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

დამდეგი კვირის დასაწყისში გარიგებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხები მოგვარდება, რის შემდეგაც 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ოფიციალურად შეუერთდება “მეთოფეთა” რიგებს.

გაბრიელმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ოცივე მატჩი მიიღო მონაწილეობა.