“რომა” ჯეკოს შეუთანხმდა

“სქაი სპორტსის” თანახმად, “რომამ” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია. ახლა “მგლებს” ინგლისურ კლუბთან ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებაზე მოუწევთ მოლაპარაკება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რომა” მზად არის, ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღოს.

ისიც ითქვა, რომ იტალიელები დასახელებულ თანხაზე მეტს არ გადაიხდიან და ახლა ინგლისელების პასუხს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი განხორციელდება, ჯეკო “რომასთან”, სავარაუდოდ, ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ედინ ჯეკომ გასულ სეზონში “მანჩესტერ სიტის” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ჯეკო “რომას” უახლოვდება

Sky Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი, ედინ ჯეკო “რომას” უახლოვდება.

29 წლის ბოსნიელმა რომაული კლუბის წინადადება მიიღო. იტალიელები მას 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვით ის ხელფასის სახით წელიწადში 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ “რომამ” მოლაპარაკებები “მან სიტისთან” დაიწყო.

გასულ სეზონში ჯიკომ 32 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.

პიანიჩი ჯეკოს “რომაში”ელის

“რომას” ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს იტალიური გუნდის შემადგენლობაში ედინ ჯეკოს ხილვა სურს.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული ფეხბურთელები ბოსნიის ნაკრებში ერთად თამაშობენ და კარგი ურთიერთობაც აქვთ.

“ჯეკოსთვის “რომა” კარიერის გასაგრძელებლად კარგი ვარიანტია. ყველაფერი ჩვენს კლუბზეა დამოკიდებული” – განაცხადა პიანიჩმა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკო “მგლების” შემადგენლობას ადემ ლიაიჩის წასვლის გაყიდვის შემთხვევაში გააძლიერებს.

“ჩელსიმ” დროგბას შემცვლელი “მანჩესტერ სიტიში” იპოვა

ლონდონური გუნდი აქტიურად ეძებს აფრიკელი ვეტერანის შემცვლელს.

“არისტოკრატთა” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ხელმძღვანელობას კიდევ ერთი თავდამსხმლის შეძენა სთხოვა, რომელიც 37 წლის დიდიერ დროგბას შემცვლელი უნდა იყოს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა თვალი ბოსნიელ ედინ ჯეკოს დაადგა, რომელსაც სტაბილური ადგილი არ აქვს სასტარტო შემადგენლობაში, სერხიო აგუეროს გამო.

წყაროს თანახმად, “მოქალაქეები” მზად არიან 29 წლის წინახაზელის გასაშვებად, თუ 14 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

მიმდინარე სეზონში, ჯეკომ 22 პრემიერ ლიგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

როგორ დაიცვა ედინ ჯეკომ თანაგუნდელი გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

31 მარტს, ავსტრიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ამ დროს კი ყველაზე აქტიური “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი ედინ ჯეკო იყო.

ედინ ჯეკო “ბარსელონასთან” გამართულ მატჩში უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა (ვიდეო)

24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში ედინ ჯეკო უხერხულ სიტუაციაში მოხვდა.

ჯეკო: “პირველ ტაიმში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარე”

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ გუშინდელი მატჩი შეაფასა, სადაც “ქალაქელებმა” “ნიუკასლი” 5-0 გაანადგურეს.

“ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მქონდა. ცოტა ხნის წინ, არ ვაჩვენებდით კარგ თამაშს, მაგრამ გოლები გაგვქონდა, ხოლო ამჟამად გუნდი კარგ ფორმაშია და ჩვენ ძალიან ბევრ გოლს გავიტანთ. იმედი მაქვს, ამგვარ ტემპში გავაგრძელებთ თამაშს,”-ციტირებს Sky Sports ბოსნიელი წინახაზელის სიტყვებს.

პირველ ტაიმში “მანკუნიანელებმა” სამი გოლი გაიტანეს. ჯეკოს ანგარიშზე მესამე გოლი იყო.

“ბედნიერ ვარ, რათა გავიტანე. ბოლოს, ტრავმა ორჯერ მივიღე, რამაც თამაშის გაგრძელებაში ხელი შემიშალა”.

ყველა ტურნირზე ერთად, ბოსნიელს მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი გოლი აქვს.

ედინ ჯეკომ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები მოხვდნენ.

აგუერომ “მანჩესტერ სიტიში” რეკორდი დაამყარა

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ 18 ოქტომბერს ლონდონის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ქალაქელთა” მაისურით რიგით 59-ე გოლი გაიტატა. ეს ნიშნავს იმას, რომ 26 წლის არგენტინელი პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აქამდე, აგუეროს მხოლოდ კარლოს ტევესი უსწრებდა, რომელსაც 58 გოლი ჰქონდა გატანილი. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ედინ ჯეკომ ინგლისის პრემიერ ლიგაში “სიტის” მაისურით მეტოქეთა კარი 48-ჯერ, ხოლო იაია ტურემ 42-ჯერ დალაშქრა.

ჯეკო: “სიტის” მთავარი კონკურენტი “ჩელსია”

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი ედინ ჯეკო აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, ინგლისისის პრემიერ ლიგის გათამაშებაში “ქალაქელთა” მთავარი კონკურენტი ლონდონის “ჩელსი” იქნება.

“13 სექტემბერს “არსენალის” წინააღმდეგ ვთამაშობთ. ვიცით, რომ რთული მატჩი გველის, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

როგორც ყველა სეზონში, ახლაც პრემიერ ლიგის მოსაგებად რამდენიმე კლუბი იბრძოლებს. ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი კონკურენტი ლონდონის “ჩელსია”, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ტოტენჰემი”, “ლივერპული” და “არსენალი” არ უნდა დავივიწყოთ”, – ამბობს ბოსნიელი.

მანუელ პელეგრინი: “ჯეკო კონტრაქტს გაახანგრძლივებს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ დაადასტურა, რომ ედინ ჯეკო ახალი კონტრაქტის გაფორმებას უახლოვდება.

“გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი ჯეკომ შესანიშნავად ჩაატარა. ის ძალაინ ბევრს მუშაობდა და მეორე სართულზე ფაქტობრივად ყველაფერს იგებდა. მის თამაშში სუსტი წერტილები არ იყო.

ამიტომ, ჩვენ მას კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ. ედინი გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჯეკო კონტრაქტს გაახანგრძლივებს” – განაცხადა პელეგრინიმ.

გავრცელებული ინფორმაციით ახალი კონტრაქტი 2018 წლამდე იქნება გათვლილი და ხელფასის სახით ფეხბურთელი კვირაში 189 ათას ევროს მიიღებს.

 

ბოსნია & ჰერცეგოვინა — ირანი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოსნია & ჰერცეგოვინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბალკანელთა თავდამსხმელი ედინ ჯეკო დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა

„მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო, გააკეთა 25 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.