18-წლამდე ნაკრებმა უზბეკეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა უზბეკეთის 18-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ და ამჯერად 1:4 დამარცხდა. პირველ ჯერზე ვასილ მაისურაძის შეგირდებმა 4:2 მოუგეს მეტოქეს.

შეხვედრა ქართველთა შეტევებით დაიწყო, თუმცა სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევებით ისარგებლეს და პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ სამბურთიანი სხვაობით. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი გიორგი ივანიაძემ გაიტანა.

სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ბულისკერია, ტაბატაძე, ანდრონიკაშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, სილაგაძე, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ქიმერიძე, ერგემლიძე, ქავთარაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, კიკალიშვილი, კიტეიშვილი, ოზბეთელაშვილი, შეწირული, ძებნიაური, ნინუა, ნიკოლეიშვილი.

Gff.Ge

უზბეკმა ფეხბურთელმა კორეელს სამჯერ დაარტყა – რას აკეთებს კორეელი? (ვიდეო)

1 თებერვალს, ტაილანდში, უზბეკეთისა და სამხრეთ კორეის 22-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, უზბეკი ფეხბურთელები ხშირად უხეშობდნენ.

საბოლოოდ კი, უზბეკთა მეორე ნომერმა მოწინააღმდეგეს ხელი სამჯერ დაარტყა, თუმცა სამხრეთ კორეელს ამაზე რეაქცია არ ჰქონია.