მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა ფეხბურთის თამაში “რეალში” დაიწყო. თუმცა, 13 წლის ასაკში ის “ატლეტიკოს” აკადემიაში გადავიდა და იქ განაგრძო განვითარება.
22 წლის ესპანელმა თავისი წარსული გაიხსენა.
“ბევრი ცუდი რამ გამოვცადე, თუმცა, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ 11 წლის ბავშვს შესაძლოა, ეს დაემართოს. იმ დროს ხალხმა ჩემზე საშინელებების საუბარი დაიწყო. თუმცა, გეტყვით, რომ “რეალში” გატარებული დრო ჩემთვის იმ მხრივ იყო კარგი, რომ განვვითარდი, საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინე და თავდაჯერებულობა შევიძინე. მადლობა “ბლანკოსის” მესვეურებს.”
“აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. კარგად მახსენდება ის დრო, როცა “ატლეტიკომ” “რაიოში” გამანათხოვრა. პროდუქტიული სეზონის შემდეგ, აქ დავბრუნდი და “ვალენსიაში” იჯარით წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. თუმცა, დიეგო სიმეონემ ჩემი პროსრესი შეამჩნია და გუნდში დამტოვა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რის შემდეგაც “ატლეტიკოშიც” მოვიკიდე ფეხი. მსურს, პროგრესი განვაგრძო და დიდ წარმატებას მივაღწიო,” – აცხადებს საული.