იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ესპანური “ვალენსია” “იუვენტუსის” ნახევარმცველის, მარიო ლემინას ტრანსფერით არის დაინტერესებული.
Cadena Ser-ის ცნობით, ესპანური და იტალიური გუნდის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები უკვე წამოწყებულია და ტურინელები ლემინას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის გაბონელი შემტევი ტურინში 2015 წელს გამოჩნდა, როდესაც ამ უკანასკნელმა “მარსელის” რიგები დატოვა.
მიმდინარე სეზონში ალეგრიმ მხოლოდ 11-ჯერ შეიყვანა ლემინა სასტარტო შემადგენლობაში.