ყატარში ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, თუ რამდენმა სტადიონმა უნდა მიიღოს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. საკითხზე მსჯელობა გადაიდო.
ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის თანაშემწის, ნასერ ალ ხატერის თქმით, საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების თარიღი ერთი თვით გადაიდო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი სტადიონი მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს, დეკემბერში უნდა მიეღოთ, თუმცა საკითხი იანვრამდე არ გადაწყდება.
პირვანდელ პროექტში გათვალისწინებული იყო 12 სტადიონი, მაგრამ მოგვიანებით ფიფამ რეკომენდაცია მხოლოდ რვა არენას გაუწია.