“ჩელსი” ახალი მეკარის დამატებას აპირებს

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრი.

როგორც იცით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ “არისტოკრატთა” რიგები ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ დატოვოს. ასევე საეჭვოა ასმირ ბეგოვიჩის პოზიციაც.

ბრიტანული პრესის ცნობით, ანტონიო კონტე მათ პოტენციურ შემცვლელებად კრეიგ გორდონს (“სელტიკი”), დიეგო ლოპესსა (“ესპანიოლი”) და ფერნანდო მუსლერას (“გალათასარაი”) განიხილავს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბეგოვიჩის გადაბირების მცდელობა უკვე ჰქონდა “ბორნმუთს”, რომელმაც “ჩელსის” მის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი შესთავაზა. თუმცა, ლონდონელებმა ბოსნიელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს.

“სელტიკის” მეკარემ “ინტერს” გოლი აჩუქა (ვიდეო)

20 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, გლაზგოს “სელტიკმა” საკუთარ მოედანზე მილანის “ინტერი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.

შეხვედრის 45-ე წუთზე, “სელტიკის” მეკარემ კრეიგ გორდონმა კურიოზული შეცდომა დაუშვა, რითაც როდრიგო პალასიომ ისარგებლა.