ტიმო ვერნერი:”უმაღლესი დონის ფეხბურთელი რომ გახდე, დიდ კლუბში უნდა თამაშობდე”

“რედ ბულ ლაიფციგისა” და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, პრესასთან რამდენიმე ძალიან საინტერესო თემაზე ისაუბრა და კლუბიდან წასვლის შესაძლებლობაზე მიგვანიშნა.

“ჯერ ჩემს თავს მსოფლიო დონის ფეხბურთელად არ მივიჩნევ. ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი შეიძლება იყოს ლევანდოვსკი, სუარესი და გრიზმანი. მათ დონეზე რომ ვითამაშო, უფრო ძლიერ კლუბში ყოფნა მჭირდება.

გულწრფელი რომ ვიყო, ნაბი კეიტა მსოფლიოს დონის ფეხბურთელი “ლაიფციგში” თამაშით ვერ გახდა. მაგრამ, შესაძლოა, ამ დონეს “ლივერპულში” ყოფნისას მიაღწიოს.

კლუბის გამოცვლა? წინ კიდევ 4-5 სეზონი მაქვს, რათა ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო და საუკეთესოთა შორის დავიკავო ჩემი ადგილი,” – აცხადებს ვერნერი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გერმანელი შემტევი “მილანს”, “ლივერპულსა” და “რეალს” დაუკავშირეს.

“ლივერპული” ვერნერის ტრანსფერში 100 მილიონს იხდის

“ლივერპულის” ხელმძღვანელები მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გეგმავენ “ლაიფციგის” თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის გადაბირებას, რომლითაც ამავდროულად “რეალი”, “ატლეტიკო” და “არსენალია” დაინტერესებული.

22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერს “ლაიფციგის” უფროსები 100 მილიონ ევროდ აფასებენ. გერმანულ კლუბსა და ვერნერს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2020 წელს ეწურება, თუმცა გერმანელებს კონტრაქტის გახანგრძლივება 2022/23 წლამდე სურთ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ლივერპულმა” “ლაიფციგთან” უკვე შეათანხმა ნაბი კეიტას ტრანსფერი. გერმანული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში “წითლებს” ამ ტრანსფერში 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ტიმო ვერნერმა დიდი კლუბები დაასახელა, სადაც შესაძლოა, კარიერა გაგრძელოს

“ლაიფციგის” ახალგაზრდა გერმანელმა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგის მატჩებში 21 გოლის გატანა მოახერხა, თავის მომავალზე ისაუბრა.

“ჯერჯერობით, “ლაიფციგთან” ერთად თავს კარგად ვგრძნობ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მომავალი ერთი,ორი ან სამი წლის მანძილზე კლუბს არ გამოვიცვლი.

რა თქმა უნდა, დიდ კლუბში თამაში ძალიან მინდა, მაგრამ ჯერჯერობით აქაც ყველაფერი კარგად მიდის და მჯერა, რომ სულ მალე “ლაიფციგიც” დიდ კლუბთა ელიტაში შევა.

ესპანეთში მაქსიმუმ სამი გრანდია:”ბარსელონა”, “რეალი” და “ატლეტიკო”. ინგლისში უფრო მეტი: “არსენალი”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი”. “ბაიერნიც” მათ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ მე ამ საკითხზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებას რა თქმა უნდა, გავეცანი. მართალია, ჯერ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ვგეგმავ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხულში კლუბს დავტოვებ.

ფეხბურთში მოვლენები სწრაფად ვითარდება, არავინ იცის რა მოხდება ხვალ,” – აცხადებს ვერნერი.

“შტუტგარტის” უარი “ტოტენჰემს”

“შტუტგარტის” ვინგერი ტიმო ვერნერი “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ბილდის ცნობით ლონდონელებმა გერმანულ კლუბს ვერნერის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა შტუტგარტში 19 წლის მოთამაშის გაყიდვას არ აპირებენ.

“არაერთხელ მითქვამს, რომ ტიმო არ იყიდება. ის პერსპექტიული მოთამაშეა, რომელზეც ჩვენი კლუბი იმედებს ამყარებს” – განაცხადა “შტუტგარტის” მენეჯერმა რობინ დუტმა.

აღსანიშნავია, რომ ვერნერი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 50 შეხვედრა ჩაატარა. ასევე ის დუბლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორიცაა.

ვერნერი: “ბაიერნი არ შემხმიანებია”

“შტუტგარტის” ფორვარდი, ტიმო ვერნერი, “ბაიერნის” ინტერესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ბაიერნის ინტერეის? ინფორმაციას პრესის ფურცლებიდან გავეცანი, მიუნხენური კლუბიდან კი არავინ შემხმიანებია. თუმცა, მომავალ გუნდზე ჯერ არც მიფიქრია. ამჟამად “შტუტგარტის” ფეხბურთელი ვარ და თავს აქ ბედნიერად ვგრძნობ. კონტრაქტი 2018 წლამდე მაქვს და მხოლოდ ჩემი გუნის წარმატებაზე ვარ კონცენტრირებული” – განაცხადა 18 წლის შემტევმა.

მიმდინარე სეზონში ვერნერმა ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.