კარლოს ბაკამ “კარპის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

13 იანვარს, იტალიის თასზე, “მილანსა” და “კარპის” შორის გამართულ მატჩში, მე-14 წუთზე კარლოს ბაკამ სტუმართა კარი ეფექტურად დალაშქრა.

ბაკა: „ჩემი გოლები გუნდის დამსახურებაა“

იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურში „პალერმოს“ კარში დუბლის ავტორმა კარლოს ბაკამ შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, რომ მისი გოლები თანაგუნდელების დამსახურებაა.

„მატჩი ჩინებული გამოდგა. ორი გოლი გავიტანე, რაც თანაგუნდელების დამსახურებაა. განსაკუთრებულად კარგი მეორე ბურთი გამოდგა – მცველს დავასწარი და თავური დარტყმა გამომივიდა, რაც ხშირად ვერ გამოდის. „პალერმომ“ ჩინებულად ითამაშა. ეს გამარჯვება „მილანისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კოლუმბიელმა.

ბაკა: „მილანში“ ფულის გამო არ გადავსულვარ“

„მილანის“ თავდამსხმელმა კარლოს ბაკამ ახსნა, თუ რატომ შეუერთდა ზაფხულში იტალიურ კლუბს.

„უკვე 29 წლის ვარ და გაჩერება არ მსურს. „მილანი“ ჩემთვის შესაფერისი ადგილია. ეს კლუბი ფულის გამო არ ამირჩევია, ჩნეთში, საუდის არაბეთში ან ინგლისში გაცილებით მეტის მიღება შემეძლო. ჩემპიონთა ლიგაზე ამ კლუბის გასვლის მიზანი მიზიდავს.

ბოლო სამ წელიწადში „მილანი“ იქ არ არის,ს ადაც უნდა იყოს. ახლა გუნდი გაძლიერდა, ჩვენ შესაფერისი იდეების მქონე მწვრთნელი გვყავს“, – განაცხადა ბაკამ.

ბაკა: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “მილანს” დავეხმარო”

იტალიური “მილანის” ახალწვეული კარლოს ბაკა აცხადებს, რომ ის “როსონერისათვის” ბოლომდე დაიხარჯება.

“როცა ვთამაშობ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. “მილანს” ამბიციური პროექტი აქვს, რომელიც მომწონს. კლუბს სკუდეტოს დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სურს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “როსონერის” დავეხმარო”, – უთხრა ბაკამ ჟურნალისტებს.

ოფიციალურად: კარლოს ბაკა “მილანმა” გაიფორმა

უახლოეს დროში, “სევილიას” თავდამსხმელს, კარლოს ბაკას “მილანი” წარადგენს.

“მილანის” ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდმა შეთანხმებას კოლუმბიელ თავდამსხმელთან მიაღწია.

სამედიცინო შემოწმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, “როსონერი” ბაკასთან პირად კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ფინანსური თვალსაზრისით გარიგება არ გახმაურებულა, თუმცა მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი 30 მილიონი დაჯდა.

აქვე დავამატებთ, რომ გასულ სეზონში 28 წლის წინახაზელმა 56 მატჩში 28 გოლი გაიტანა.

ბაკა სამედიცინო შემოწმებას კოლუმბიაში გაივლის

როგორც მოგეხსენებათ, „სევილიას“ თავდამსხმელი კარლოს ბაკა უახლოეს დღეებში „მილანში“ ტრანსფერის წინ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას კოლუმბიაში გაივლის.

„მილანში“ ბაკას პირველი ვარჯიში 17 ან 19 ივლისს შეადგება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალ კლუბში მოთამაშის ხელფასი 3,5 მილიონ ევროს შეადგენს, ტრანსფერი კი „მილანს“ 30 მილიონი დაუჯდება.

 

“მილანი” ბაკას შეუთანხმდა

“როსონერი” ძალიან ახლოსაა კოლუმბიელი შემტევის გაფორმებასთან.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, “მილანის” წარმომადგენლები ჩაფრინდნენ კოპა ამერიკის გათამაშებაზე, სადაც კარლოს ბაკასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. პრესა დაწვრილებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

“მილანმა” “სევილიას” შემტევისთვის ბრძოლა “რომასა” და “ლივერპულს” მოუგო.

იტალიურმა გრანდმა წააგო ბრძოლა ჯექსონ მარტინესისა და ჯეფრეი კონგდობიას ტრანსფერისთვის, ამიტომ დიდი ალბათობით, ისინი ამ ტრანსფერს სასარგებლოდ დაასრულებენ.

აგენტი: „ბაკა „მილანს“ შეუთანხმდა“

„სევილიას“ თავდამსხმელის კარლოს ბაკას აგენტმა სერხიო ბარილიმ დაადასტურა, რომ მისმა კლიენტმა „მილანთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

„დიახ, „მილანს“ შევუთანხმდით. კარლოს კლუბის ამბიციები და სამომავლო გეგმები მოეწონა“, – გგანუცხადა აგენტმა „სქაი სპორტსს“.

შეგახსენებთ, რომ ბაკა „სევილიაში“ 2013 წლიდან თამაშობს. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის განვლილ სეზონში მან 37 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.

“მილანი” ბაკათი ინტერესდება

“როსონერი” აგრძელებს მუშაობას შეტევის ხაზის გასაძლიერებლად.

იტალიური მედიის ცნობით, “მილანი” იწყებს მოლაპარაკებებს კარლოს ბაკას ტრანსფერის თაობაზე, რომლითაც დედაქალაქური “რომაცაა” დაინტერესებული.

იტალიური გრანდი ასევე განიხილავს ჯექსონ მარტინესის ტრანსფერსაც, რომლისთვის ბრძოლა “ატლეტიკომაც” დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ “სევილია” კოლუმბიელ ფორვარდს მხოლოდ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

„მილანი“ ბაკასთვის ბრძოლაში ჩაერთო

„მილანის“ ხელმძღვანელობა „რომასთან“ ერთად „სევილიას“ თავდამსხმელის კარლოს ბაკასთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

„როსონერის“ ხელმძღვანელობა შიშობს, რომ „პორტუს“ ფორვარდის ჯექსონ მარტინესის ტრანსფერი, შესაძლოა, „ატლეტიკოს“ მხრიდან ინტერესის გამო ჩაიშალოს. ბაკას სატრანსფერო ფასი ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.

„მილანს“ კონკურენტი უჩნდება – მარტინესით „ატლეტიკო“ დაინტერესდა

ნეიმარი და კარლოს ბაკა ჩხუბის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა (ვიდეო)

18 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში ერთმანეთს ბრაზილიისა და კოლუმბიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კოლუბმიელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი ჯეისონ მურილომ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნეიმარმა ბურთი პაბლო არმეროს გაარტყა, რის გამოც მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. საბოლოოდ, მსაჯმა წითელი ბარათი ნეიმარსა და კოლუმბიელ თავდამსხმელ კარლოს ბაკას უჩვენა.

ბაკა „რომაში“ გადასასვლელად მზადაა

„სევილიას“ თავდამსხმელი კარლოს ბაკა კარიერის იტალიურ „რომაში“ გასაგრძელებლად მზადაა, რის შესახებაც „ტუტომერკატოვები“ წერს.

კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტი „ჯალოროსის“ წინადადებას გადახედავს, თუ რომაელები ანდალუსიურ კლუბთან მოლაპარაკებას მოახერხებენ.

თავის მხვრივ, „სევილია“ თავისი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის გასაშვებად მზად იქნება, თუ მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს. ცნობისთვის, მოთამაშის კონტრაქტში მისი წასვლის სანაცვლოდ სწორედ ეს თანხაა მითითებული.