“რომა” კოლაროვს “ინტერში” უშვებს

“რომას” მცველი ალექსანდარ კოლაროვი კარიერას, სავარაუდოდ, მილანის “ინტერში” გააგრძელებს.

“ილ ტემპო” წერს, რომ მხარეები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. წყაროს თანახმად, “ნერაძური” სერბი მოთამაშის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს გაიღებს, რასაც სხვადასხვა ტიპის ბონუსებიც დაემატება. რომაელები 34 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ თავდაპირველად ორ მილიონ ევროს ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდარ კოლაროვი “რომას” შემადგენლობაში 2017 წლიდან ირიცხება. მას “მგელთა” რიგებში ჩატარებულ 132 მატჩში 19 გოლი და ოცი შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი.

ჯეკო: “დავიდ სილვას პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი” (მატჩის ვიდეომიმოხილვა)

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” “ნიუკასლ იუნაიტედი” ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ “ქალაქელთა” თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ თანაგუნდელი დავიდ სილვა შეაქო. სწორედ ესპანელი ნახევარმცველის გადაცემის შემდეგ გაიტანა ბოსნიელმა ფორვარდმა. მოგვიანებით დავიდ სილვამ საკუთარ ანგარიშზე საგოლე გადაცემასთან ერთად ორი გოლიც ჩაიწერა.

“სილვამ უმაღლესი დონის პასი მომცა. მე მას პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. კარგია, რომ ჩვენ თანაგუნდელები ვართ. დავიდთან ერთად გოლს ყოველთვის გაიტან”, – ჯეკოს სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.