მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი თვლის, რომ წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” დამარცხება მხოლოდ ერთ კლუბს შეუძლია და ეს კლუბი – მადრიდის “რეალია”.
“დღესდღეობით ხალხი “მანჩესტერ სიტის” ქებითაა დაკავებული და ამავდროულად “არსენალს” ლანძღავენ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პეპმა 500 მილიონი დახარჯა და ის ფაქტი, რომ “სიტი” ერთ-ერთი ფავორიტია, სრულიად მისაღებია.
ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე მათი დამარცხების ძალა მხოლოდ “რეალს” შესწევს. მადრიდელები ფანტასტიკური ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულები და უკვე შეძლეს ფულიანი “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხება.
“რეალს” შეუძლია, კიდევ ერთხელ მოიგოს ეს ტურნირი, რაც მოულოდნელი სულაც არ იქნება. ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ, ლა ლიგა ასე ადვილად რომ დათმეს,” – აცხადებს ვან დერ ვაარტი.