პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ორიე დაკითხა

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ მცველი სერჟ ორიე დაკითხა, რისი მიზეზი ფეხბურთელთან დაკავშირებული სკანდალია. შეგახსენებთ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მოთამაშე ინტერნეტმომხმარებლებთან საუბრისას თანაგუნდელებსა და მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს სიტყვიერ შეურაცხყოფას აპყენებს.

საუბრის შემდეგ ორიე გაუშვეს. პსჟ-ს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მცველს მოგვიანებ შეატყობინებს, მანამდე კი ის გუნდთან მუშაობისგან მოკვეთილია.

ორიემ ლორან ბლანს შეურაცხყოფისთვის მოუბოდიშა

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში პსჟ-ს მცველის სერჟ ორიეს ვიდეოკონფერენცია გავრცელდა, რომელშიც მან გუნდის მთავარ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც ის გუნდიდან გაურკვეველი პერიოდით მოკვეთეს.

„კლუბის სანქციებს ვიღებ და შედეგებისთვის მზად ვარ. ეს ქმედება არ მეპატიება. შეცდომა დავუშვი, რის გამო მწვრთნელს, თანაგუნდელებს, ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით ეს მწვრთნელს ეხება. შემიძლია, ყველაფრისთვის მას მხოლოდ მადლობა გადავუხადო. ბლანს ჩემი გუნდში ხილვა სურდა, რაც მოხდა და აქამდე ყველაფერი კარგად ვითარდებოდა. მომხდარის გამო მართლა ძალიან ვწუხვარ“, – ციტირებს ორიეს „Get French Football News“-ი.

საფრანგეთის ჩემპიონატის 19 მატჩსი ორიეს მონაგარი ორ გოლსა და ორ საგოლე პასს შეადგენს.

მოტა და კაბაიე “მონაკოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ

“მონაკოს” წინააღმდეგ “პსჟ”-ს ორი ნახევარმცველის, იოჰან კაბაიესა და ტიაგო მოტას თამაში საეჭვოა.

იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საზარდულის ტრავმის გამო “ტულუზასთან”, “კანთან” და “ჩელსისთან” მატჩების გამოტოვა.

ასევე ცნობილია, რომ “მონაკოსთან” დედალაქურ გუნდს იოჰან კაბაიე და და სერჟ ორიე დააკლდებიან.

მიმდინარე სეზონში, მოტამ პარიზელთა მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი საგოლე პასი გაიფორმა. რაც შეეხება კაბაიეს, მან 18 მატჩი ჩაატარა. გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.